ავტორი:

"ნოვიჩოკის" შემქმნელის სკანდალური განცხადება და ბოდიში ალექსეი ნავალნის

"ნოვიჩოკის" შემქმნელის სკანდალური განცხადება და ბოდიში ალექსეი ნავალნის

მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკის“ შემქმნელი ვილ მირზაიანოვი რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის ბოდიშს უხდის.

"უაღრესად დიდ ბოდიშს ვუხდი ალექსეი ნავალნის იმისთვის, რომ ვმონაწილეობდი ამ დანაშაულებრივ ბიზნესში - ამ ნივთიერების შემუშავებაში, რომლითაც ის მოიწამლა", - განაცხადა მეცნიერმა ქიმიკოსმა რუსულ ტელეკომპანია "დოჟდის" ეთერში.

მირზაიანოვი, რომელიც 1995 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს, განაცხადა, რომ მთელი თავისი შემდგომი ცხოვრება საბრძოლო შხამის წინააღმდეგ ბრძოლას მოანდომა.

მისი თქმით, 1993 წელს შეხვდა ადამიანს, რომელიც "ნოვიჩოკით" მოიწამლა და მისი სიმპტომები ჰგავდა იმავეს, რაც ნავალნიმ თავის "ინსტაგრამ" პოსტში 19 სექტემბერს აღწერა.

მეცნიერის განცხადებით, ნავალნი მოთმინებით უნდა აღიჭურვოს, რადგან მის გამოჯანმრთელებას ერთი წელი დასჭირდება.

უზბეკეთის ვიცე-პრემიერი კორონავირუსით გარდაიცვალა

ტრამპს გაუგზავნეს ამანათი, რომელშიც მომწამვლელი ნივთიერება რიცინი აღმოჩნდა - რას იუწყება CNN გამოძიებაზე?

გარდაიცვალა რუთ ბეიდერი, რომელიც 27 წელი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო