ავტორი:

IPSOS-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 25 % "ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, "ნაციონალურ მოძრაობას“ - 15,5 %, "ევროპულ საქართველოს“ - 5 %

IPSOS-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 25 % "ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, "ნაციონალურ მოძრაობას“ - 15,5 %, "ევროპულ საქართველოს“ - 5 %

"მთავარი არხი" IPSOS-ის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, პასუხები ასე ნაწილდება:

  • "ქართული ოცნება" - 25 %
  • "ნაციონალური მოძრაობა" და გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" - 15,5 %
  • "ევროპული საქართველო" - 5 %
  • "სტრატეგია აღმაშენებელი" - 3 %
  • "ლეიბორისტული პარტია" - 3 %,
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 3 %
  • "გირჩი" - 2,5 %
  • "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" - 2,5 %
  • "ლელო საქართველოსთვის" - 2 %
  • ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეები" - 1,5 %
  • "თავისუფალი საქართველო" - 1 %
  • სხვა პარტიები - 3 %
  • არ ვიცი - 19 %
  • უარი პასუხზე - 14 %

რაც შეეხება ალოკაციით მიღებულ შედეგებს, კვლევის მიხედვით. იგივე კითხვაზე ხმები ასე გადანაწილდა:

  • "ქართული ოცნება" - 38 %
  • "ნაციონალური მოძრაობა" და გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" - 26 %
  • "ევროპული საქართველო" - 9 %
  • "სტრატეგია აღმაშენებელი" - 5 %
  • "ლეიბორისტული პარტია" - 4 %
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 4 %
  • "გირჩი" - 3 %
  • "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" - 3 %
  • "ლელო საქართველოსთვის" - 3 %
  • ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეები" - 2 %
  • "თავისუფალი საქართველო" - 1 %
  • სხვა პარტიები - 2 %

"მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

მიხეილ სააკაშვილი: "ჩვენ ვიგებთ დამაჯერებლად, მაგრამ... მარტო "ფეისბუქზე“ წერა საკმარისი არ არის"

"მევახშეს კი ეძახიან, მაგრამ...ამ მოცემულობაში, პრემიერის პოსტზე მამუკა ხაზარაძე სხვებს ჯობია... მსგავსი გამოცდილება არავის აქვს" - გია ხუხაშვილი

"ნოღაიდელი ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია, ერთად აკეთებენ ფულს, ერთმანეთში "სიაფანდი" თამაშები ითამაშონ" - გიგი უგულავა