ავტორი:

"ვაღიარებ, არასწორი ქმედება იყო.. მინდა, ბოდიში მოვუხადო მას", - ნინი ბადურაშვილის პირველი კომენტარი "ფეისბუქ" სკანდალის შემდეგ

"ვაღიარებ, არასწორი ქმედება იყო.. მინდა, ბოდიში მოვუხადო მას", - ნინი ბადურაშვილის პირველი კომენტარი "ფეისბუქ" სკანდალის შემდეგ

მომღერალი ნინი ბადურაშვილი "ფეისბუქზე" დაწერილი კომენტარის გამო სკანდალში გაეხვა და საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა. ყველაფერი კი ასე დაიწყო - ნინი გადაცემა "კაცების" სტუმარი იყო, გადაცემის ვიდეოს კომენტარებში კი "ფეისბუქის" ერთ-ერთმა მომხმარებელმა ასეთი რამ დაწერა: "ერთადერთი გადაცემაა, რომელსაც ვუყურებ, რა ბადურაშვილი."

აღნიშნულ კომენტარს ნინი ასეთი ფორმით გამოეხმაურა: მისი ავტორის ფოტო საპასუხო კომენტარში ატვირთა და დაწერა - "ამ ვიდით რამდენს ბედავ!"

ბადურაშვილი ყოველივეს გამო მკაცრად გააკრიტიკეს და მისი მისამართით სოციალურ ქსელში არაერთი სტატუსი დაიწერა, რის შემდეგაც ნინიმ პოსტი გამოაქვეყნა, აღიარა, რომ არასწორად მოიქცა, ხოლო თავისი კომენტარის ადრესატს ბოდიში მოუხადა.

"მეგობრებო! ამ გოგონას ვერაფრით მივაწვდინე ხმა.. ძალიან სამწუხარო და არასასიამოვნო ფაქტი მოხდა გუშინ.. ვაღიარებ, ჩემი მხრიდან არასწორი ქმედება იყო, რაზეც მოყვა თქვენი ლოგიკური რეაქცია.. მინდა ბოდიში მოვუხადო მას! ალბათ, ნახავს როდესაც აღადგენს მის გვერდს.. ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავეთ ზედმეტი აგრესიისაგან წარმატებები და ბედნიერება თქვენ", - დაწერა ნინი ბადურაშვილმა..

ჩცდ-ის ბაქარი დაქორწინდა - როგორი ქორწილი ჰქონდა ბუბა მირცხულავას და ვინ არის მისი რჩეული (ფოტოები)

"ეს ის მაიაა, ნუციკოს რომ მოეწონებოდა“ - მაია ასათიანის მოკლე, შავი თმა და შეცვლილი იმიჯი საზოგადოების განხილვის თემად იქცა (ფოტოები)

"არ ვიცი, ოთოს გარეშე რა და როგორ იქნებოდა... ჩვენ შორის დიდი ნდობაა" - ჯულიანა ბარ-გნარი ოთო ფოლადაშვილთან ურთიერთობასა და წარმატებაზე