ავტორი:

"ფურცხვანიძე ბაჩალიაშვილების ოჯახს ანტისახელმწიფოებრივად იყენებს... ის ხელმძღვანელობს მედიას, რომელიც პირდაპირ რუსეთის სამთავრობო ლოჟისგან ფინანსდება" - ექსპერტი

"ფურცხვანიძე ბაჩალიაშვილების ოჯახს ანტისახელმწიფოებრივად იყენებს... ის ხელმძღვანელობს მედიას, რომელიც პირდაპირ რუსეთის სამთავრობო ლოჟისგან ფინანსდება" - ექსპერტი

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოკითხული დავით ფურცხვანიძის განცხადებით, მან გამოძიებას იმ პირის ვინაობა უთხრა, ვინც სატელიტური ფოტოები მიაწოდა, მან კი ისინი ადვოკატ მიხეილ რამიშვილს გადასცა.

"გამოკითხვის დროს დავასახელე არა მხოლოდ სახელი და გვარი, არამედ სხვა კონკრეტული დეტალები დაკავშირებული იმ პიროვნებასთან, მის სტრუქტურასთან, ჩვენს საერთო სტრუქტურასთან. თუ სრული იდენტიფიცირება უნდათ, ჩემი საკომუნიკაციო საშუალებები მათთან არის, იმაში წერია ყველაფერი, სხვადასხვა რეკვიზიტები, მაგრამ ისიც საკმარისია, რაც მე ვუთხარი. ეს ადამიანი არც საქართველოშია, არც რუსეთშია. ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ პროკურატურას გადავეცი, საჯარო არ არის, არა იმიტომ, რომ ვინმე იმალება, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა ფურცხვანიძემ. როგორც ის აღნიშნავს, ინფორმაციას, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება, შესაძლოა, ყარაბაღის კონფლიქტსა და იარაღით ვაჭრობას უკავშირდება, ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს თვითონ ვერ მიაწვდიდა, რადგან არ იცნობდა.

"როცა დიდი ფულის გათეთრებაზე წავიდა ლაპარაკი, ჩემს სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა და ექვსმა დასავლურმა საინფორმაციო სააგენტომ გადაბეჭდა, მათ შორის ამერიკულმა, არის მითითება ასეთი - იქ, სადაც არის დიდი შავი ფულის ბრუნვა, როგორც წესი, ეს ფული ამის შემდეგ საქონელდება უკანონო ბიზნესში, მათ შორის, იარაღით ვაჭრობაში. ამაზე მიება ის თემა, რომ თუ სადმე რეალიზდება უკანონო იარაღი, ეს არის სამხრეთ კავკასიაში, ყარაბაღის კონფლიქტი",- განაცხადა ფურცხვანიძემ. ამასთანავე, როგორც ის აცხადებს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებას გეგმავს, რადგან "გარკვეულ ფინანსურ საქმეებზე გამოძიება ბოლომდეა მისაყვანი".

"ხელს რა შემიშლის? ვგეგმავ ამერიკაში გამგზავრებას, ბილეთებიც მაქვს უკვე, 30-ში იქეთ, 11-ში უკან. მიზანია სწორედ დიდი კორუფციული, ფინანსური, ფულის დარიცხვების შესახებ რაც არის, ამის შესახებ გამოძიება ბოლომდე არის მისაყვანი, ერთ-ერთი თემა ესეც არის. ბაჩალიაშვილი არის ერთ-ერთი შემადგენელი ეპიზოდი დიდ საქმეში", - განაცხადა ფურცხვანიძემ. მისივე განცხადებით, ბაჩალიაშვილის საქმეზე ბევრი გარემოება და გარკვეული ჩვენებები ეჭვს ბადებს. მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება "უნიჭოდ დადგმული ინსცენირებაა".

"ერთ რამეს გეტყვით ბაჩალიაშვილის გარდაცვალებაზე, მკვლელობაზე. ის თავისი ქმედებებით, თუნდაც, აფთიაქში წამლების ყიდვა იყოს, არის მოდელირებული და სერიოზულად დადგმული ინსცენირებაა, მაგრამ უნიჭოდ. ამიტომ ჩნდება ნაწილ-ნაწილ, თავს იჩენს ის შეუსაბამობები, რაც ამ ინსცენირებაში იყო ცუდად დალაგებული",- განაცხადა ფურცხვანიძემ. დავით ფურცხვანიძის თქმით, იგი აპირებს ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატაროს ამერიკაში ბაჩალიაშვილის საქმის გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით, მათ შორის სატელიტური ფოტოს თაობაზე.

  • რა არის ცნობილი დავით ფურცხვანიძეზე?

ინტერნეტში მოძიებული მასალების მიხედვით, დავით ფურცხვანიძე მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთთან. "მითების დექტეტორის" მიერ გამოქვეყნებული სტატიით ირკვევა, წიგნი სახელწოდებით: “ვლადიმირ პუტინი - თანამედროვე კაცობრიობის ლიდერი”, რომელიც დაწერილია ბანგლადეშის მოქალაქე ვინმე აშოკ გუპტას მიერ, გამოსცა კომპანია Europe Studies Labor (ESL) Georgia-მ, რომლის ხელმძღვანელადაც მოხსენიებულია დავით ფურცხვანიძე.

"ქართული კომპანია, რომელმაც წიგნი “ვლადიმერ პუტინი-თანამედროვე კაცობრიობის უმაღლესი ლიდერი” გამოსცა, ეკუთვნის დავით ფურცხვანიძეს, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს. Europe Studies Labor (ESL) Georgia-ს ვებ-საიტზე მითითებულია, რომ კომპანია ევროპისა და აზიის ბაზრებს კომერციული და ჰუმანიტარული პროექტების შემუშავებაში და მათ შესრულებაში უწევს დახმარებას. 2013 წლიდან ESL Georgia-ს დირექტორი დავით ფურცხვანიძე ასევე არის ანალიტიკური სააგენტო “უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის” ხელმძღვანელი. დავით ფურცხვანიძის სახელზე ბიზნეს რეესტრში რეგისტრირებულია “სპუტნიკ ტვ”, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თავადაა“, - ვკითხულობთ სტატიაში.

2012 წელს ერთ-ერთ პრორუსულ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში დავით ფურცხვანიძე რუსეთში მოღვაწე ექსპერტად და "პოლიტიკური ექსპერტიზის ბიუროს" დირექტორად არის მოხსენიებული.

ცნობისათვის: თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, სატელიტით გადაღებული ფოტოსურათები მიაწოდა მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. ამასთანავე, პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებულ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია. ამ საკითხის ირგვლივ ambebi.ge ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო კვლევითი ცენტრის დამფუძნებელს, ადვოკატ ემზარ საბანაძეს ესაუბრა.

- ბატონი ფურცხვანიძე და არა მარტო ის, ბაჩალიაშვილების ოჯახს, ძალიან ცუდად და ანტისახელმწიფოებრივად იყენებს, კერძოდ, მისი ინტერესია საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაცია, საზოგადოებაში მის მიმართ უნდობლობის ჩამოყალბება და დესტაბილიზაცია. ამ ადამიანმა თქვა, რომ მას ჯერ ადვოკატი დაუკავშირდა და მასთან გასაუბრების შემდეგ მისცა გარანტია, რომ აღნიშნული ფოტომასალა არის ავთენტური, თუმცა შემდგომში ირკვევა, რომ გაყალბებულია. აქ ნიშანდობლივი ისაა, რაც "მთავარმა არხმა" გამოაცხადა - ეს ინფორმაცია ჩვენ დავით ფურცხვანიძისგან მიღებული გვქონდა და რადგან ვიცნობდით ამ ადამიანს, მის წარსულს და რომ შევატყვეთ, ეს ფოტოსურათები გაყალბებული იყო, ამიტომაც არ გავაჟღერეთ აღნიშნული ინფორმაციაო. მაქვს კითხვა: როგორც ვიცი, ბატონი მიხეილ რამიშვილი "მთავარ არხთან" თანამშრომლობს და მას რატომ არ შეატყობინეს აღნიშნული ინფორმაცია, რათა ჩემი კოლეგა არ შესულიყო შეცდომაში და არ გაეკეთებინა ის განცხადებები, რაც შემდგომში გააკეთა? დავით ფურცხვანიძე რატომღაც ყოველთვის საუბრობს ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებულ საგამოძიებო მოქმედებებზე, რომელიც ეხება საქართველოს და ამიერკავკასიის საკითხებს. ჩემი აზრით, მავანს უნდოდა ბაჩალიაშვილების ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისთვის გამოყენება და არ გამოუვიდა.

- მავანში ვის გულისხმობთ?

- სპეცსამსახურებს, რომლებმაც გამოიყენეს ბაჩალიაშვილის დედა და ათქმევინეს ის, რაც არ უნდა ეთქვა. როგორც ვიცი, ფურცხვანიძე საქართველოში "სპუტნიკ გეორგიას" ხელმძღვანელია, რომელიც რუსეთის სამთავრობო ლოჟისგან ფინანსდება. ამ ადამიანმა პროკურატურას დაუსახელა პიროვნება, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ ის არის სლავური წარმოშობის და ცხოვრობს ინგლისში, არ იცნობს, მაგრამ ენდობა მას. მე ამის გაგრძელება უფრო მაეჭვებს - სად აგდებს განხეთქილების მარცვალს ფურცხვანიძე? ის გამოდის ტელევიზიით და ამბობს, აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად და ავთენტურობის დასადასტურებლად 30 სექტემბერს ამერიკაში უნდა გავემგზავრო და 11 ოქტომბერს ჩამოვალო. ნახეთ, რა საფრთხის წინაშე ვდგავართ - ფურცხვანიძე რომ არ გაუშვა, იტყვის, თქვენ თუ ჭეშმარიტების დადგენა გინდოდათ, მაშინ რატომ არ მიშვებთო. გაუშვებენ და, შესაძლოა, აღარც ჩამოვიდეს და ჩასვლისთანავე განაცხადოს, დევნის ობიექტი ვარო და პოლიტიკური თავშესაფარიც მოითხოვოს.

- ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა იმოქმედოს გამოძიებამ?

- გამოძიებამ აღნიშნული საკითხი უნდა გააცნოს საზოგადოებას და თქვას, რომ იმისათვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება, დავით ფურცხვანიძესთან შევადგინეთ შესაბამისი მორიგების აქტი და თუ კი მან გამგზავრების შემდეგ გააკეთა ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, გამოდის, რომ მის მიერ ნათქვამი და მოწოდებული ინფორმაცია მოსამართლისთვის არის უკანონო და მის მიმართებაში უნდა აღიძრას შესაბამისი კვალიფიკაციის საქმე. ეს კაცი ტყუილად არ გამოაჩინეს სპეცსამსახურებმა - მათ დაინახეს, რომ გენერალური პროკურატურა სწორად ეწევა გამოძიებას, რომ იარაღის შეძენასთან და ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებით ვერსიები არის ტყუილი და ყურით მოთრეული. მათ არ გამოუვიდათ სტრატეგიულ პარტნიორებთან ჩვენი დაპირისპირება, ჩვენი რეაქცია ქალბატონ თეონა თამაზაშვილის განცხადებაზე იყო დროული. შემდგომში, როცა მან უარყო თავისი განცხადება, ეს გახდა ხელისშემშლელი პირობა ჩვენდამი მტრულად განწყობილი სპეცსამსახურების მხრიდან რაღაც მავნე ქმედების განხორციელებისა და გამოჩნდა კიდეც ფურცხვანიძე.

- ეს კაცი ამბობს, რომ ბაჩალიაშვილის ეპიზოდი ერთი დიდი და მნიშვნელოვანი საქმის გამოძიების დეტალია და სრული დამაჯერებლობით აცხადებს, რომ გოგონა მოკლულია...

- ეს ყველაფერი საბოტაჟის მქონე ინფორმაციებია. ის ამბობს, ყარაბაღი არ მიხსენებია, ეს ჟურნალისტმა ქაშიაშვილმა ახსენაო. ეს უნდობლობის მარცვლის ჩაგდება და საბოტაჟის წინაპირობაა. ფურცხვანიძე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საზოგადოებას უნდობლობა გაუჩნდეს როგორც ხელისუფლების, გამოძიების, ასევე პატიოსანი ჟურნალისტების მიმართ. ამ ხალხს ოჯახის გაჭირვება სულ არ აინტერესებს, ამ ოჯახის გამოყენებით ცდილობენ გლობალური არეულობა შემოიტანონ საქართველოში და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორტებში. მან მიშა რამიშვილი შეცდომაში შეიყვანა, რაც არა მარტო ჩვენი კოლეგის, მთელი საადვოკატო კორპუსის უპატივცემულობაა. თუ კი ჟურნალისტისთვის ხელის შეშლის გამო შეიძლება ვიღაც მისცე პასუხისგებაში, რატომ არ შეიძლება პასუხისგებაში მიეცეს პიროვნება, რომელიც ხელს უშლის ადვოკატს, აწვდის ცრუ ინფორმაციას და ცდილობს მის დისკრედიტაციას? ფურცხვანიძე იტყუება, ცდილობს საქართველოს პოლიტიკურად დისკრედიტაციას და საზოგადოებაში ინსტიტუციებისადმი უნდობლობის გამოწვევას. ეს კაცი უნდა იქნას შესწავლილი, პროკურატურამ უნდა შეადგინოს შესაბამისი დოკუმენტი და როცა ჩამობრძანდება, ჩამოიტანოს სრული ინფორმაცია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

- შეიძლება საერთოდ აღარც დაბრუნდეს?

- დიდი ალბათობით, ბატონი ფურცხვანიძე როგორც კი დაინახავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა იქცევა სწორად, გვყავს კვალიფიციური იურისტები და მას დეზინფორმაციის გავრცელების და ხელისუფლების დისკრედიტაციის, საბოტაჟის გამო დაკავების საფრთხე დაემუქრება, შეიძლება არც ჩამოვიდეს. მის განცხადებას აქვს ორი მიმართულება - ის ცდილობს, რომ საქართველოს მხარემ ამერიკაში არ გაუშვას, რომ მერე სალაპარაკო ჰქონდეს. დიდი ალბათობით, ეს პიროვნება არის საკმაოდ განათლებული და შესანიშნავად ერკვევა სპეცსამსახურების მუშაობაში. აქედან გამომდინარე, კეისარს – კეისრისაო. მისი ამოცანაა, რომ არ იქნას გაშვებული, რათა საქართველოს პროკურატურას დაბრალდეს, რომ მათ არ უნდათ ბაჩალიაშვილის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა, წასვლის შემთხვევაში კი მისგან მოსალოდნელია მავნებლური განცხადებები. ერთი თხოვნა მაქვს ჩვენი სპეცსამსახურებისადმი - ასეთი ფურცხვანიძეების შესწავლა იქამდე უნდა მოხდეს, ვიდრე ისინი თავისი ქმედებით საქართველოს ავნებენ, პრევენციული ღონისძიებები აუცილებელია. ეს კაცი რიგითი მოქალაქე არ არის. მისი განცხადებებიდან გამომდინარე, ვვარაუდობ, რომ მას მჭიდრო ურთიერთობა აქვს იმ სპეცსამსახურებთან, რომელთაც საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობა უნდათ. რატომღაც ეს ბატონი თავისი ამ განცხადებით მიმართულებას უცვლის მის წარმომავლობას - მისი მედიასაშუალება არის რუსეთის და ინფორმაციის დასადასტურებლად რუსეთში კი არა, ამერიკაში მიდის. ანუ ყველანაირად ცდილობს რუსეთისადმი ეჭვები გააქარწყლოს.

- ამით რას უსვამს ხაზს?

- ეს ერთ-ერთი მეთოდოლოგიაა წარმოაჩინოს, რომ ვითომდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს ტერიტორიაზე ჩარეულნი არიან რაღაც ორგანიზაციებთან, რომლებიც ფინანსურ მაქინაციებს იძიებენ და შემდგომში ამ მაქინაციების გამოძიების ნიადაგზე კლავენ საქართველოს მოქალაქეს. ანუ ყველა მიმართულებები გადააქვთ არა რუსეთის მხარეს, ვისი წარმომადგენელიც არის, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიმართულებით. ფურცხვანიძემ კარგად იცის, რომ ისეთ ვერსიებზე უნდა ილაპარაკოს, რისი დადგენის შემთხვევაშიც დროს მოიგებს. ერთი რჩევა მაქვს როგორც ოჯახისადმი, ისე ჩემი კოლეგის რამიშვილისადმი - ნუ ენდობიან ისეთ თახსირ ხალხს, რომელთა ამოცანაც ხელისუფლების დისკრედიტაცია და საქართველოს მოქალაქეებში იმ ინსტიტუტებისადმი უნდობლობის დათესვაა, რომლებიც ჩამოვთვალე.

"მიგვაჩნია, რომ დავით ფურცხვანიძე საზღვარგარეთ სათანადო პირობებს შეიქმნიდა და გამოძიებას მიემალებოდა" - პროკურორი

ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს პატიმრობა შეეფარდა - რა სიტყვებით მიმართა მან მოსამართლეს?

გურიაში დააკავეს 46 წლის მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეორე შვილზე ფიზიკურად იძალადა