ავტორი:

ქუთაისში Covid 19 -ით გარდაცვლილი ქალი სოხუმის 1-ლი სკოლის მასწავლებელია - ლუდმილა ანუა "ფეისბუქში" წერდა, რომ დაინფიცირებამდე მასაც არ სჯეროდა ვირუსის

ქუთაისში Covid 19 -ით გარდაცვლილი ქალი სოხუმის 1-ლი სკოლის მასწავლებელია - ლუდმილა ანუა "ფეისბუქში" წერდა, რომ დაინფიცირებამდე მასაც არ სჯეროდა ვირუსის

20 სექტემბერს, ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში", კორონავირუსით გამოწვეული გართულებებისგან, 60 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. როგორც დღეს გახდა ცნობილი, ქალბატონი აფხაზეთიდან იყო. სოციალურ ქსელში გავრცლებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სოხუმის პირველი სკოლის მასწავლებელი, ლუდმილა ანუაა. ქართველი ექიმების განცხადებით, პაციენტი სოხუმიდან კრიტიკულ მდგომარეობაში გადმოიყვანეს. "თავიდანვე ურთულესი იყო მისი მდგომარეობა, რადგან მას არაერთი თანმხლები ქრონიკული დაავადება ჰქონდა. მათ შორის გულსისხლძარღვთა პრობლემები", - განაცხადეს კლინიკაში.

ლუდმილა ანუამ რამდენიმე დღის წინ "ფეისბუქზე" მიმართვა გაავრცელა, სადაც წერს, რომ დაინფიცირებამდე, “არც მას სჯეროდა კორონავირუსის არსებობის”.

"აფხაზებო, გაუფრთხილდით თავს. ინფექცია ჩვენს შორისაა. მეც არ მჯეროდა ვირუსის, მაგრამ გუდაუთაში აღმოვჩნდი", - წერდა ის.

სკოლაში, სადაც ლუდმილა ანუა ასწავლიდა, 2-კვირიანი კარანტინი გამოაცხადეს. სკოლის დირექტორ ნონა დელბას თქმით, სკოლის 50-ზე მეტ მოსწავლეს მაღალი ტემპერატურა აქვს.

ოფიციალური ცნობით, აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ კლინიკებში კიდევ სამი კრიტიკული პაციენტი იმყოფება. ყველა მათგანი მართვით სუნთქვაზეა.

სოხუმის მკვიდრი დავით დასანია საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" პოსტს ავრცელებს, რომელშიც მწუხარებას გამოთქვამს ლუდმილა ანუას გარდაცვალების გამო. "ძალიან ვწუხვარ შესანიშნავი მასწავლებლის, ლუდმილა ანუას გარდაცვალების გამო. ლუდმილამ ბოლო ხანს მიიღო მონაწილეობა აფხაზურ ენაზე ლექსების კითხვის ონლაინლიტერატურულ კონკურსში და წაგვიკითხა საკუთარი ლექსი, Მაგრამ ბოლომდე არ დასცალდა. ძალიან მტკივა გული მისი გარდაცვალების გამო, მაგრამ ვერაფერს იზამ, ცხოვრება ასეთია",

"მთელ რუსეთს ვანახეთ ქართული დროშით ზეიმი... ბედნიერი ვარ" - რას ყვება მოსკოვის "დინამოსთან" გამარჯვების გოლის ავტორი მამია გავაშელიშვილი

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

"მიშას არ ვუთხარი უარი მთავარ გამოწვევაზე" - ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართვა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ