ავტორი:

"სამმა მსჯავრდებულმა წინამხარზე დაზიანებები ე.წ. მეტლახის ნამსხვრევებით მიიყენა" - რა მოხდა გლდანის მე-8 საპყრობილეში

"სამმა მსჯავრდებულმა წინამხარზე დაზიანებები ე.წ. მეტლახის ნამსხვრევებით მიიყენა" - რა მოხდა გლდანის მე-8 საპყრობილეში

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გლდანის მერვე საპყრობილეში პატიმრებს შორის სისხლიანი გარჩევა მოხდა. პენიტენციურ სამსახურში მიიჩნევენ, რომ ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. როგორ უწყებაში აცხადებენ, პატიმრებმა თვითდაზიანებები მიიყენეს. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ambebi.ge -ს განუცხადეს, "სამმა მსჯავრდებულმა წინამხარზე დაზიანებები - მრავლობითი ჭრილობების სახით ე.წ. "მეტლახის" ნამსხვრევებით მიიყენა. პატიმრები დაწესებულების ადმინისტრაციისგან დასაყენებელი ჩაისა და სიგარეტის მიწოდებას მოითხოვდნენ, რაზეც უარი მიიღეს".

პენიტენციური სამსახურის განმარტებით, ამ ფაქტს უკავშირდება "მსჯავრდებულების პროტესტი". სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ: "დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს მიეწოდებათ სამჯერადი კვება, სეზონური და ჯანმრთელობაზე მორგებული მენიუების შესაბამისად (სათანადო კალორაჟით), რომლებიც 2019 წლის გაზაფხულზე სპეციალურად პატიმრებისთვის იუსტიციის სამინისტროს მიერ დაქირავებული ნუტრიციოლოგების მიერ არის შედგენილი. მენიუში შედის ასევე ჩაიც, თუმცა თუ პატიმარს დამატებით სურს ჩაის მიღება, მოცემული პროდუქტი პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში უნდა შეიძინოს, ისევე, როგორც სიგარეტი, რომლის პატიმრისთვის მიწოდების ვალდებულება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს არ გააჩნია. ამასთანავე, პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში ნებისმიერი ნივთის შესაძენად ყველა პატიმარს აქვს საბანკო ბარათი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში მოთავსებისთანავე სპეციალურად მზადდება თითოეული პატიმრისთვის".

რაც შეეხება მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომრეობას, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ დაზიანებები არ არის სიცოცხლისთვის საშიში, მსჯავრდებულთა მდგომარეობა სტაბილურია, ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებების დამუშავება.

"რაც შეეხება უშუალოდ თვითდაზიანებების მიყენებას, როგორც პატიმრებმა თავად განმარტეს, დაზიანებები მიიყენეს მეტლახის ნატეხით, რომელიც შემდეგ საპირფარეშოში ჩარეცხეს. ამასთან, დაზიანებების მიყენებამდე წინასწარ განახორციელეს სატელეფონო ზარები ოჯახის წევრებთან. ამასთან, ერთ-ერთ მათგანს, ბრალდებულ გ.დ.-ს უკვე შეხვდა ადვოკატი", - აცხადებენ უწყებაში.

"არ არის ეგეთი პიროვნება, სიმთვრალეში არც კი იგინება" - რას ამბობენ ოჯახის წევრები 68 წლის კაცზე, რომელიც არასწრულწლოვნის გაუპატიურებისთვის დააკავეს

"კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და შენობაში ამ ფორმით შეაღწიეს" - მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან ნახევარ მილიონამდე ლარი მოიპარეს

მეზობლად მცხოვრებ არასწრულწლოვან ბიჭს წლების განმავლობაში აუპატიურებდა, ფოტოებს უღებდა და აშანტაჟებდა - მოძალადე დაკავებულია