ავტორი:

ფიტნესი - იმუნიტეტის დაცვის საუკეთესო საშუალება და „ასპრიას “ როლი ქართულ ფიტნეს ინდუსტრიაში

ფიტნესი - იმუნიტეტის დაცვის საუკეთესო საშუალება და „ასპრიას “ როლი ქართულ ფიტნეს ინდუსტრიაში

დღეს, როცა ჩვენზე უამრავი ნეგატიური გარე ფაქტორი მოქმედებს, როცა ადამიანები უფრო და უფრო ვშორდებით ჯანსაღ ცხოვრებასა და ნატურალურ პროდუქტებს, განსაკუთრებით კი ბოლო დროს, როცა კორონავირუსმა სახლებში გამოგვკეტა და ჩვენი ორგანიზმი მოდუნდა, როცა ადამიანები მძიმედვავადდებით და ხშირ შემთხვევაში, ისტორიები ფატალურად მთავრდება, გვიწევს, ყველაფერს სხვა თვალით შევხედოთ. რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა, როგორ უნდა მოვმზადებულიყავით იმისთვის, რასაც არ ველოდით? მეცნიერები მრავალი წელია, იკვლევენ, რა იცავს ჩვენს იმუნურ სისტემას და რა გვხდის ამტანს სხვადასხვა პრობლემის მიმართ... ჯანსაღი ცხოვრების წესი - ესაა საუკეთესო არჩევანი და ერთადერთი პასუხი, რაზეც ისინი შეთანხმდნენ.

ჯანსაღი ცხოვრების წესი სხვა არაფერია, თუ არა ფიტნესი. ჯანსაღი საკვები და შესაბამისი ფიზიკური აქტივობა ბევრ ბენეფიტს გვპირდება, თუმცა რაც მთავარია, ის ჩვენს იმუნიტეტს წვრთნის. შედეგად, ადამიანი მზადაა, გაცილებით უკეთ გაუმკლავდეს ნებისმიერ ფიზიკურ თუ მორალურ წნეხს. ფიზიკური გამძლეობის სასიცოცხლო მნიშვნელობას კი დღეს ყველაზე უკეთ ვხედავთ.

ლექსიკონში მოცემული პირდაპირი განმარტების თანახმად, ფიტნესი ისეთ ფიზიკურ აქტივობას ნიშნავს, რომელიც სხეულის გაძლიერებასა და გაჯანსაღებას უწყობს ხელს... თუმცა, ის მეტია, ვიდრე სპორტი, ვარჯიში, ჯანსაღი საკვები, დაკუნთული სხეული ან ნებისმიერი ცალკე აღებული ცნება, რომელიც ჩვენ ამ სიტყვის გაგონებისას გვახსენდება. ფიტნესი მეცნიერება, უფრო მეტიც, ცხოვრების ფილოსოფიაა, რომელიც სხეულის, სულისა და გონების ჰარმონიას გვასწავლის.

ცხადია, ამ მხრივ, გამონაკლისი არც საქართველოა: წლების განმავლობაში ფიტნესი ჩვენთანაც განვითარდა და გარშემო არაერთი ადამიანი შემოიკრიბა, თუმცა ცხოვრების ამ სტილმა ჯერ კიდევ ვერ მოიკიდა მყარად ფეხი. საქართველოში არაჯანსაღი ცხოვრების წესი საკმაოდ პოპულარულია, ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია საუკეთესო მიდგომების დანერგვა და სხვდასხვა სურვილისა თუ საჭიროების მქონე ადამიანის ფიტნესით დაინტერესება.

ქართულ ფიტნესინდუსტრიაში მნიშვნელოვანი გარდატეხა ერთხელ უკვე მოხდა - დაახლოებით, 6-7 წლის წინ, როდესაც სპორტდარბაზები მიწისქვეშეთიდან „ამოვიდნენ“ და ადამიანებმა, სარდაფების ნაცვლად, თანამედროვე ტიპის დარბაზებში დაიწყეს სიარული. ამ ცვლილებების სადავეებთან მაშინ „ასპრიას“ გუნდი იდგა, მაგრამ ახლა საქმე უფრო სხვანაირადაა და მოსალოდნელი ცვლილებაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.

როგორც „ასპრიას“ გენერალური დირექტორი ოთარ თავყელიშვილი განმარტავს, „ასპრია“ საქართველოში ფიტნესინდუსტრიის საერთაშორისო დონეზე განვითარებას აპირებს და მასშტაბურ ცვლილებებს საკუთარი თავიდან იწყებს. „ჯანსაღი ცხოვრების წესი ჯანმრთელი გარემოს გარანტიაა“ – ეს იქნება კომპანიის მიერ გადადგმული ყველაზე ნაბიჯის ლაიტმოტივი.

აღსანიშნავია, რონ კომპანიის ქსელი ამჟამად 5 დარბაზს მოიცავს, რომელთაგან 4 თბილისში, 1 კი, ბათუმში მდებარეობს. ახლა 2 დარბაზი - საბურთალოსა და გლდანის - დროებით დაკეტილია და მათი საფუძვლიანი განახლება მიმდინარეობს. ახალი კონცეფციის გატარებას „ასპრია“ სწორედ ამ დარბაზებიდან დაიწყებს, რომლებიც ოქტომბრიდან ეტაპობრივად გაიხსნება.

ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველა დაავადების საუკეთესო საპრევენციო საშუალებაა, რომელიც გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ყველაზე ძვირადღირებული წამალი.

კორონავირუსი ამის კარგი მაგალითია - მას პირდაპირი იერიში მიაქვს ჩვენს იმუნურ სისტემაზე და მარტივად ამარცხებს მას, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებს. ამ დაავადებებს კი, თანამედროვე ცხოვრების პასიური, არაჯანსაღი წესი იწვევს, რაც, თავის მხრივ, გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს განაპირობებს.

"ასპრიას" გენერალური დირექტორის, ოთარ თავყელიშვილის განცხადებით, მთავარი ინოვაცია, რასაც „ასპრია“ მომხმარებლებს შესთავაზებს, ის მრავალპროფილური სივრცე იქნება, სადაც თითოეულ მათგანს სიღრმისეულად გამოიკვლევენ, შეუდგენენ მასზე მორგებულ ინდივიდუალურ პროგრამას და ვარჯიშის, უფრო სწორად, ჯანსაღი ცხოვრების შედეგებს არა მხოლოდ ფიტნესის, არამედ სამედიცინო მიმართულებითაც გაუკონტროლებენ. ასე რომ, თითოეული ადამიანის ორგანიზმს პროფესიონალი ინსტრუქტორები, დიეტოლოგები და მედიკოსები ერთობლივად შეისწავლიან მთელი იმ დროის განმავლობაში, რასაც ის „ასპრიაში“ დაჰყოფს.

NS

"მთელ რუსეთს ვანახეთ ქართული დროშით ზეიმი... ბედნიერი ვარ" - რას ყვება მოსკოვის "დინამოსთან" გამარჯვების გოლის ავტორი მამია გავაშელიშვილი

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

"მიშას არ ვუთხარი უარი მთავარ გამოწვევაზე" - ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართვა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ