ავტორი:

"ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელსო, ძვირფასო მეგობარო, სანდრა რულოვსი ხომ ვერ მეტყვი, ზუგდიდის რომელი სოფლიდანაა?" - უგულავა უდუმაშვილს

"ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელსო, ძვირფასო მეგობარო, სანდრა რულოვსი ხომ ვერ მეტყვი, ზუგდიდის რომელი სოფლიდანაა?" - უგულავა უდუმაშვილს

"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა "ენმ"-ს მიერ ზუგდიდის მაჯორიტარობის კანდიდატად ექიმ მალხაზ ჯალაღონიას წარდგენას ეხმაურება.

უგულავა ზაალ უდუმაშვილს მიმართავს.

"ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელსო. ძვირფასო მეგობარო, სანდრა ელისაბედ რულოვსი ხომ ვერ მეტყვი, ზუგდიდის რომელი სოფლიდან, ან უბნიდანაა, ჯერ მაჟორიტარად და მერე საერთოდ, მერზე რომ იყრიდა კენჭს?

თუ ბელადის ოჯახის წევრებს წარმოშობის სერთიფიკატს არ ვუმოწმებთ? ვერ ხვდებით, რომ უხერხულად სამარცხვინოდ გამოიყურებით, როცა ქოცი, ჩიქოვანის მსგავსად იკბინებით. ისე, ძალიან კი ემსგავსებით ერთმანეთს.

პ.ს. ბატონ მალხაზს არ ვიცნობ, ასე გაკითხვით მხოლოდ კარგ ექიმად დამიხასიათეს. ვუსურვებ, მალე და ჯანმრთელად დაეღწიოს თავი თვითიზოლაციისთვის. იმედი მაქვს, კონფერენსიე უდუმაშვილის და კომკავშირელ ჩიქოვანისგან განსხვავებულად უყურებს ზუგდიდისა და ქვეყნის მომავალს და არც ტრაიბალიზმის კლიშეები აწუხებს. აუცილებლად, მოვიწვევ მას სადისკუსიოდ ღია ეთერში თუ პრივატულად ჩაიზე",- წერს უგულავა სოციალურ ქსელში.

"ლელომ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე დაასახელა

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი - სტუმარი დავით სერგეენკო

"უნარების ტესტები იყო, კამერასთან ვარჯიშიც...ზოგი ჩაიჭრა, მაგრამ სიაში მაინც მოხვდა, როგორც ვიცი, ასეთია ანუკი არეშიძის მეგობარი" - როგორ შეარჩიეს ახალი სახეები "ოცნების" პროპორციული სიისთვის