ავტორი:

ილო ბეროშვილს შარაძე ბერბიჭაშვილში შეეშალა - მსახიობის პირველი განმარტება და ბოდიში

ილო ბეროშვილს შარაძე ბერბიჭაშვილში შეეშალა - მსახიობის პირველი განმარტება და ბოდიში

მსახიობი და ტელეწამყვანი ილო ბეროშვილი, გურამ შარაძესთან დაკავშირებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

"გუშინწინ ვიყავი გადაცემა "თვითიზოლაციაში", სადაც იყო რუბრიკა ბლიც-კითხვები და დაისვა კითხვა: ვინ არის ყველაზე ცუდი ქართველი? ჩემი პასუხი იყო გურამ შარაძე. მოკლედ რაშია საქმე: ეს იყო მექანიკური შეცდომა და რატომ... პაპაჩემი იყო ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი (ისიც ილია ბეროშვილი) წლები და ფაქტობრივად მთელი ბავშვობა მესმოდა ილიაზე ისტორიები.

განსაკუთრებით მისი მკვლელობა ძალიან მტკივნეული იყო მაშინ და რომ გავიზარდე კიდევ სხვანაირად, უფრო გააზრებულად...

იქიდან გამომდინარე, რომ გურამ შარაძე იკვლევდა ილიას მკვლელობის საქმეს ( სხვა ბევრ რამესთან ერთად) თავში ამომივარდა შარაძე, როცა ვაპირებდი, რომ მეთქვა ბერბიჭაშვილი (ბავშვობიდან მისი სახელი, ანუ გურამ შარაძის და ის საშინელი მკვლელობა ერთად ხშირად მესმოდა და ამან გამოიწვია ეს შეცდომა!)

ბოდიშს ვუხდი მის გარემოცვას და ყველას, ვინც იცნობდა ცხონებულ გურამ შარაძეს, ან ვინც უბრალოდ, მას პატივს სცემდა. ეს იყო ბლიც კითხვები და რომ არ მენახა ჩანაწერი მას შემდეგ, რაც შინაურმა მითხრა, რაც ვთქვი, შეიძლება, ასეც დარჩენილიყო", -წერს ბეროშვილი.

ცნობისთვის, გადაცემა "თვითიზოლაციაში" ილო ბეროშვილმა კითხვას, თუ ვის მიიჩნევს ყველაზე ცუდ ქართველად, უპასუხა, რომ გურამ შარაძეს.

"ციხეში გატარებული ყოველი დღე იყო უმძიმესი..." - რას წერს ექიმი ვახტანგ ყიფიანი, რომელმაც 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ საპატიმრო დატოვა

"პედიატრი, მამა გაბრიელით რომ მწყევლა, სამსახურიდან დაითხოვეს, მორიგეობებს ჩამოაშორეს ტრავმატოლოგიც" - რა მოხდა ინგოროყვას კლინიკაში

"სუნთქვის უკმარისობა, ხველება... ყველა ეტაპი გაიარა 5 კვირა და პარალელურად 50-მდე კოვიდიანს უვლიდა" - რას წერს მანანა მანჯგალაძე ექიმი ძმის შესახებ