ავტორი:

"ვისოლი" Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს

"ვისოლი" Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს

რუსთავში, შარტავას ქ. #4-ში ,,ვისოლმა“ Smart Pay ფორმატის კიდევ ერთი ავტოგასამართი სადგური გახსნა, ახლა უკვე ქალაქში, მომხმარებლებს მგზავრობისა და საწვავის ღირებულების გადახდის ახალი ფორმით სარგებლობა შეეძლებათ. საგურამოს კომპლექსი, უკვე მეოთხე ობიექტია საგურამოში, ქუთაისსა და ოქროყანაში გახსნილი ,,ვისოლის“ მომსახურების ცენტრების შემდგომ, სადაც მომხმარებლები საწვავის შეკვეთისა და მისი ღრებულების გადახდას „სმარტში“ სასურველი პროდუქტების შეძენასთან ერთად, ორმაგი დატვირთვის გარეშე მოახერხებენ.

Smart Pay ავტოგასამართ სადგურებზე მომხმარებელს „სმარტის“ სუპერმარკეტებში ყოველდღიური და გზისთვის საჭირო პროდუქტების ფართო არჩევანი დახვდებათ, ასევე მათ „სმარტ კაფეს“ ახალგამომცვარი უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმი და პურ-ფუნთუშეული ელით. აღსანიშნავია, რომ უმაღლესი ხარისხსის ნავთობპროდუქტებზე მნიშვნელოვნად შეღავთიანი ფასი Smart Pay-ს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

ახალი ფორმატის ავტოგასამართ სადგურებზე „უნიქარდის“ გამოყენების შემთხვევაში, მომხმარებელს ქსელთან შედარებით საწვავის 15-20 თეთრი ფასდაკლებით შეძენის შესაძლებლობა ექნება, რაც დამატებითი მოტივაციაა „ვისოლის“ ერთგული მომხმარებლებისთვის.

„მოხარულ ვართ, რადგან საქართველოში ავტოგასამართი სადგურების კიდევ ერთი ახალი ფორმატი განვავითარეთ, სადაც მომხმარებელს უმაღლესი ხარიხსის საწვავის შეძენასთან ერთად დამატებითი სერვისის მიღება ერთ სივრცეში შეუძლია.

„ვისოლჯგუფის“ მომსახურების ცენტრები უკვე ხშირად „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურის გარდა „სმარტის“ სუპერმარკეტს, „ვიანორის“ ავტომომსახურების ობიექტს, „ვენდისი“ და „დანკინის“ რესტორნებს მოიცავს. სულ ცოტა ხნის წინ კი, „ვისოლის“ პირველი თვითმომსახურების სადგური გავხსენით. ახალი ფორმატის Smart Pay ავტოგასამართი სადგური „ვისოლის“ მომსახურებას უფრო კომფორტულს ხდის . ამას გარდა, „უნიქარდით“ 15-20 თეთრიანი ფასდაკლება საწვავის ფასზე მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება მგზავრებისათვის“ - აცხადებს ვისოლის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

სმარტის“ რუსთავის ახალ სუპერმარკეტში უკვე 10 ადამიანი დასაქმდა.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზეფართო ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია. კომპანიამ მარშალ გელოვანის გამზირზე პოლიციის სამმართველოსთან, თვითმომსახურების სადგურიც გახსნა და „ვისოლს“ ასევე გაზგასამართი სადგურების ყველაზე მეტი ობიექტი აქვს ქვეყანაში.

„ვისოლი „ი-სპეისთან“ თანამშრომლობით, ელექტომობილების პოპულარიზაციისთვის ელექტომობილების დამტენი სადგურების ქსელსაც ავითარებს, „ვისოლი“ საქართველში „ეკოს“ ბერძნული საწვავის ექსკლუზიური იმპორტიორია.

R

REDMED საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებს ქვეყანაში ციფრულად აბრუნებს

ვისოლ ჯგუფმა რიგით მე-6 სავაჭრო ცენტრი, "ფოთი მოლი" გახსნა

რომელ ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს თევზის სახეობები, რომლებიც საქართველოში ყველაზე პოპულარულია