ავტორი:

მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, დავით ფურცხვანიძე, რომელმაც მას ე.წ. სატელიტური ფოტოები გადასცა, დააკავეს

მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, დავით ფურცხვანიძე, რომელმაც მას ე.წ. სატელიტური ფოტოები გადასცა, დააკავეს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახლადგამოჩენილი ფიგურანტი დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს ე.წ. სატელიტური ფოტომასალა გადასცა, სავარაუდოდ, დააკავეს. ამის თაობაზე ambebi.ge-ს მიხეილ რამიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ის თავადაც ელის, რომ მალე დააკავებენ.

შეგახსენებთ, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

ფურცხვანიძე საგამოძიებო უწყების დაკვირვებისა და შესწავლის ობიექტი გახდა მას მერე, რაც მის მიერ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატისთვის მიწოდებული სატელიტურ ფოტოებზე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ მასალა ყალბია და დამონტაჟებული. პროკურატურის განცხადებით, "მტკიცებულებების ფალსიფიცირების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, სამართლებრივი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ნებისმიერ პირზე."

შეგახსენებთ, ფურცხვანიძე საქმეში სწორედ ამ სატელიტური ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ გამოჩნდა, ის ამტკიცებდა, რომ ის და მისი ორგანიზაცია ორგანიზებულ-საერთაშორისო დანაშაულებს იძიებდნენ, რის ნაწილიც იყო ბაჩალიაშვილის საქმე.

ის ambebi.ge-სთან აცხადებდა:

"ნაწილობრივ მივაკვლიეთ გარკვეული ფინანსური კარტელების დანაშაულებრივ საქმიანობას, რასაც აკეთებენ დიდი ფულის მეშვეობით. სადაც არის დიდი ფული, იქ არის კრიმინალი - იგივე ნარკოტიკებით ვაჭრობა, იარაღით ვაჭრობა, უკანონო პორნოინდუსტრია და ა.შ." (იხილეთ სტატია სრულად)

ინტერნეტში მოძიებული მასალების მიხედვით, დავით ფურცხვანიძე მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთთან. "მითების დექტეტორის" მიერ გამოქვეყნებული სტატიით ირკვევა, წიგნი სახელწოდებით: "ვლადიმირ პუტინი - თანამედროვე კაცობრიობის ლიდერი", რომელიც დაწერილია ბანგლადეშის მოქალაქე ვინმე აშოკ გუპტას მიერ, გამოსცა კომპანია Europe Studies Labor (ESL) Georgia-მ, რომლის ხელმძღვანელადაც მოხსენიებულია დავით ფურცხვანიძე.

"ქართული კომპანია, რომელმაც წიგნი "ვლადიმერ პუტინი-თანამედროვე კაცობრიობის უმაღლესი ლიდერი" გამოსცა, ეკუთვნის დავით ფურცხვანიძეს, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს. Europe Studies Labor (ESL) Georgia-ს ვებ-საიტზე მითითებულია, რომ კომპანია ევროპისა და აზიის ბაზრებს კომერციული და ჰუმანიტარული პროექტების შემუშავებაში და მათ შესრულებაში უწევს დახმარებას. 2013 წლიდან ESL Georgia-ს დირექტორი დავით ფურცხვანიძე ასევე არის ანალიტიკური სააგენტო "უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის" ხელმძღვანელი. დავით ფურცხვანიძის სახელზე ბიზნეს რეესტრში რეგისტრირებულია "სპუტნიკ ტვ", რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თავადაა", - ვკითხულობთ სტატიაში.

2012 წელს ერთ-ერთ პრორუსულ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში დავით ფურცხვანიძე რუსეთში მოღვაწე ექსპერტად და "პოლიტიკური ექსპერტიზის ბიუროს" დირექტორად არის მოხსენიებული.

"მიგვაჩნია, რომ დავით ფურცხვანიძე საზღვარგარეთ სათანადო პირობებს შეიქმნიდა და გამოძიებას მიემალებოდა" - პროკურორი

ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს პატიმრობა შეეფარდა - რა სიტყვებით მიმართა მან მოსამართლეს?

გურიაში დააკავეს 46 წლის მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეორე შვილზე ფიზიკურად იძალადა