ავტორი:

რუსული სამხედრო სწავლება "კავკაზ-2020" - კრემლის მუქარა სამხრეთ მეზობლების მისამართით

რუსული სამხედრო სწავლება "კავკაზ-2020" - კრემლის მუქარა სამხრეთ მეზობლების მისამართით

26 სექტემბერს მთავრდება რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქის სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლება "კავკაზ-2020" 80 ათასი სამხედროს, A250 ტანკის, 450 ქვეითთა საბრძოლო მანქანისა და ჯავშანტრანს-პორტიორის, 200-მდე საარტილერიო და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის მონაწილეობით.

ამ სწავლების მთავარი სიახლე გახლდათ რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი ქვეყნების: ჩინეთის, ბელარუსის, მიანმის, სომხეთისა და პაკისტანის არმიების ათასამდე სამხედროს მონაწილეობა. სხვა ქვეყნები: აზერბაიჯანი, ინდონეზია, ირანი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი და შრი-ლანკა დამკვირვებლებით იყვნენ წარდგენილი. ინდოეთმა მონაწილეობაზე უარი კორონავირუსს გადააბრალა, თუმცა რეალური მიზეზი ჩინეთია, რომელთანაც დაძაბული ურთიერთობა აქვს. სომხეთის გამო არც ბაქომ ისურვა სწავლებაზე ქვედანაყოფის გაგზავნა.

სწავლება ერთდროულად სამხრეთის სამხედრო ოლქის რამდენიმე პოლიგონზე ტარდება, მათ შორის, ასტრახანის ოლქში მდებარე კაპუსტინიარის პოლიგონზე, სადაც ამოცანების გადაჭრაში სწავლების მონაწილე უცხო ქვეყნების ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ.

რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თქმით, "კავკაზ-2020"-ზე დამუშავდა ჯარების დაჯგუფების მართვის სა-კითხები ერთობლივ ოპერაციებში "ტერორიზმის შესაკავებლად შეიარაღებულ კონფლიქტთა ლოკალიზაცია-მოგვარების დროს" და "შეფასდა სამხრეთის სამხედრო ოლქის შესაძლებლობები, უზრუნველყოს რუსეთის სამხრეთ-დასავლეთში სამხედრო უსაფრთხოება".

სინამდვილეში, "კავკაზ-2020"-ის უკან დგას რუსული სამხედრო მუქარა, რომელიც უპირველესად რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის მოსაზღვრე ქვეყნების, უკრაინის, საქართველოსა და ნაწილობრივ აზერბაიჯანისკენაა მიმართული. გაგრძელება

"სხვა ქვეყნების მიწები არ გვჭირდება, მაგრამ ჩვენ მიწას არავის მივცემთ" - აზერბაიჯანული მხარე 14 სამოქალაქო პირის დაჭრის შესახებ იტყობინება

სომხეთის მთავრობამ საომარი მდგომარეობა შემოიღო და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა - საქართველოს საგარეო უწყებისა და პრეზიდენტის კომენტარები

"დავაზუსტებთ ინფორმაციას, თუ ვინ იყო მის კონტაქტებში ჩაწერილი "ყარაბაღად" - პროკურორის თქმით, მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები