ავტორი:

რეგიონები, სადაც ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევები დაფიქსირდა - რამდენი კოვიდინფიცირებულია თბილისში?

რეგიონები, სადაც ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევები დაფიქსირდა - რამდენი კოვიდინფიცირებულია თბილისში?

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევიდან 166 აჭარაში დადასტურდა, 41 კი თბილისში.

მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში კრიტიკულად მძიმე 19 პაციენტი მკურნალობს.

"დაგვემატა 296 ახალი შემთხვევა და გახდა 4960 დადასტურებული შემთხვევა. აჭარაში არის 166 ახალი შემთხვევა, იმერეთში-55, გურიაში-9, თბილისში-41, კახეთში-1, მცხეთა-მთიანეთში-2, სამეგრელო და ზემო-სვანეთში-18 , სამცხე-ჯავახეთში-1, ქვემო ქართლში-3 შემთხვევა", - განცხადა მარინა ენდელაძემ.

მისი თქმით, 19 კრიტიკულად მძიმე პაციენტიდან 17 მართვით სუნთქვაზეა. როგორც მარინა ენდელაძე აცხადებს, პაციენტების უმეტესობა სტაციონარშია მოთავსებული.

"გამოჯანმრთელებული გვყავს 60 პაციენტი და 1819 გახდა. პაციენტების უმეტესობა სტაციონარშია, ასევე იმყოფებიან სასტუმროებში სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, ძალიან მცირე რაოდენობით არიან ბინაში თვითიზოლაციაში, რომლებიც იმყოფებიან პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების და ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ. კრიტიკულად მძიმე 19 პაციენტიდან, 17 არის მართვით სუნთქვაზე“,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ენდელაის თქმით, საავადმყოფოში 31 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან 2 მძიმე პაციენტია.

მარინა ენდელაძის განმარტებით, ქვეყანაში ტესტირების რაოდენობა გაზრდილია.

"რამდენადაც იმატებს დადასტურებული შემთხვევები, მეტია დადასტურებული კონტაქტებიც. ამიტომ გაორმაგებული, შეიძლება წინაპერიოდთან შედარებით ტესტირება გასამმაგებულიც არის. ძალიან დიდი რაოდენობით ტესტირება მიმდინარეობს",-განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4960-ს შეადგენს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 60 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათი რაოდენობა 1819-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 27 ადამიანი გარდაიცვალა.

"დაგვიბრუნეთ მუსიკოსები რესტორნებში", "გახსენით სამორინეები", "გახსენით სკოლები" - ბათუმში აქცია იმართება

გარდაცვალების 7 შემთხვევა ბოლო 7 დღეში - ამირან გამყრელიძის მიმართვა ჟურნალისტებს და ბოლო ცნობები აჭარიდან

დაკარგა თუ არა საქართველომ "მწვანე ქვეყნის" სტატუსი და როგორია ყველაზე "ცხელი" ზონიდან სხვა რეგიონებში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლი