ავტორი:

"მას შემდეგ, რაც მამამ მიატოვა, ბაჩომ ბევრი რამ აიღო საკუთარ თავზე, არაფერს თაკილობდა" - მშენებლობისას დაშავებულ 23 წლის ბიჭს დახმარება ესაჭიროება

"მას შემდეგ, რაც მამამ მიატოვა, ბაჩომ ბევრი რამ აიღო საკუთარ თავზე, არაფერს თაკილობდა" - მშენებლობისას დაშავებულ 23 წლის ბიჭს დახმარება ესაჭიროება

23 წლის ბაჩანა გედევანიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ახალგაზრდა ბიჭი 2020 წლის 21 სექტემბერს მშენებლობისას აივნიდან გადმოვარდა და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო.

როგორც ბაჩანა გედევანიშვილის დედა, მელანო რაზმაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, მის შვილს დაუზიანდა გულის აორტა, რის გამოც გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთდა.

"ყველაზე მძიმე და სახიფათო აორტის დაზიანება იყო. გახეთქილი ჰქონდა შუაზე და არავის ეგონა, თუ გადარჩებოდა. აქვს მენჯისა და ყბის მოტეხილობები, თავი აქვს გატეხილი, ფილტვი და ნაღველი დაზიანებული, ასევე, სხვა მრავალი დაზიანება. ხუთი შვილი მყავს. ყველაზე პატარა 12 წლისაა. ბაჩო 13 წლიდან დიდი კაცივით მედგა გვერდით და შვილების რჩენაში მეხმარებოდა.

მეხუთე ბავშვზე რომ დავრჩი ორსულად ბავშვების მამამ მიმატოვა. წავიდა და არც მოუკითხავს, მას შემდეგ როგორ ვიყავით. ბაჩომ ბავშვობიდან ბევრი რამ აიღო საკუთარ თავზე. ყველგან მუშაობდა, არაფერს თაკილობდა. ბოლოს ელიავაზე მუშაობდა კერძო მშენებლობაზე, სადაც დაშავდა. შენობა ავარიული იყო, იქ მუშაობა არ შეიძლებოდა. აივანი ჩაინგრა თუ რა მოხდა არ ვიცი. ჩამოვარდა სიმაღლიდან" - გვიყვება მელანო რაზმაძე.

ბაჩანა გედევანიშვილის დედა ამბობს, რომ დედაქალაქის მერიას დაფინანსების თაობაზე განცხადებით მიმართა. იმის გამო, რომ ოჯახს ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი არ გააჩნია, მერიისგან უარი მიიღო.

"ჩვენ არ გვაქვს საკუთარი სახლი. ვერც ქირით ვცხოვრობთ, რადგან ამის საშუალება არ გვქონდა არასოდეს. გლდანში, რადიოქარხნის ყოფილ შენობაში შევსახლდით, სადაც დევნილები ცხოვრობენ. რადგანაც ბაჩანას არ აქვს ჩაწერის მისამართი, მერიაში დაფინანსებაზე პრობლემა შეგვექმნა. ახლა ამის მოგვარებას ვცდილობთ.

ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული მისი გამოჯანმრთელება. თავიდან ჩაუტარდა გულის აორტის ოპერაცია, რაც დაჯდა 38000₾. აქედან 15 000 დაფინანსდა საყოველთაო დაზღვევით. გუშინ ჩაუტარდა კიდევ ორი ოპერაცია. რომელთა ღირებულებაც ჯერ არ უთქვამთ. ორი თვე უნდა იწვეს გაუნძრევლად. ორ თვეში გახდება ცნობილი კიდევ დასჭირდება თუ არა ოპერაციები. საავადმყოფოში დარჩენის ერთი დღის ღირებულება 450 ლარია, ამ ხარჯების ანაზღაურების საშუალება არ გვაქვს." - აცხადებს მელანო რაზმაძე.

დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ შემდეგ ანგარიშებზე:

საქართველოს ბანკი: GE87BG0000000101132802GEL

თიბისი ბანკი: GE82TB7690845061100078

ვინ იყვნენ და სად მკურნალობდნენ კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტები

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა

როგორ შევარჩიოთ ინტერიერის კარები – რეკომენდაციები და ფასდაკლება „მიჰაუსისგან“