ავტორი:

"გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა... მამას, რომელსაც გულის პრობლემები აქვს, დახმარება გაუწიეს" - რას წერს მოქალაქე კახეთის საპატრულო პოლიციაზე

"გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა... მამას, რომელსაც გულის პრობლემები აქვს, დახმარება გაუწიეს" - რას წერს მოქალაქე კახეთის საპატრულო პოლიციაზე

მოქალაქე ანუკი მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც კახეთის საპატრულო პოლიციას მადლობას უხდის. საქმე იმაშია, რომ გუშინ, ჩალაუბანი-ბაკურციხის მონაკვეთზე აღნიშნული მოქალაქე მანქანით მამასთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტომობილს მოძრაობის დროს საბურავი მოძვრა, იყო ავარიის საშიშროება.

როგორც გოგონა წერს, მამას გულის პრობლემები აქვს და ნერვიულობის ფონზე შეუძლოდ გახდა, რის შემდეგად დახმარება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა - ათეულის მეთაურმა ვლადიმერ გელაშვილმა და პატრულ-ინსპექტორმა გელა მამისაშვილმა აღმოუჩინეს.

"გამარჯობა, დღეს დავრწმუნდი რამდენად მაგარი პოლიცია გვყვავს და რამდენად ძლიერია ქართველი ერი! მეამაყება, რომ ღირსეული თანამშრომლები ამართლებენ სიტყვებს: #ვემსახურებისაქართველოს

დღეს, საღამოს საათებში ავტომობილით გადაადგილებისას სრულიად მოულოდნელად მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა, ჩვენ უკან მოძრაობდა პატრული, რომელმაც წამის მეასედში დაიწყო დახმარება და რეაგირება.

მამას, რომელსაც გულის პრობლემები აქვს და დაინახეს მისი მდგომარეობა ნერვიულობის ფონზე, პრობლემის მოგვარება დაიწყეს მისი დაწყნარება და დახმარება, არც კი მიუშვეს ახლოს ისე ეხმარებოდნენ, თან ცდილობდნენ სიტუაციის განმუხტვას და მამას გამხნევებას არვიცი სიტყვებით როგორ გადმოვცე რამდენად კარგი ეკიპაჟი მოძრაობდა საღამოს საათებში (კახეთში, ჩალაუბანი-ბაკურციხე)

ფოტოზე კარგად ჩანს კადრები, ეს ადამიანები იყვნენ პატრულ-ინსპექტორი: გელა მამისაშვილი და ათმეთაური ვლადიმერ გელაშვილი!!! არ შემიძლია სიტყვებით გადმოვცე იქ განცდილი ემოცია. სხვისგან გაგონილს არც დავიჯერებდი. უღრმესი მადლობა და დიდი პატივისცემა ჩემგან მათ" - წერს ანუკი მჭედლიშვილი.

"სუნთქვის უკმარისობა, ხველება... ყველა ეტაპი გაიარა 5 კვირა და პარარლელურად 50-მდე კოვიდიანს უვლიდა" - რას წერს მანანა მანჯგალაძე ექიმი ძმის შესახებ

"ქუჩურად მეკაჩავება... მეუბნება გამოიძახებს პატრულს, ბრალს დამდებს, რომ ჩემს შვილს მოვტეხე ხელი" - რა შეემთხვა 4 წლის ბავშვის დედას ინგოროყვას კლინიკაში

"აციმციმებული თვალებით მკითხა, მე რომ დავწერო, რომ მიყვარხარ, ყველას შეეძლება ნახვაო?" - ირმა გიგანის ემოციური მილოცვა ბაბუას, რომელიც 89 წლის გახდებოდა