ავტორი:

"უარყოფითიო, ხალხნო, უარყოფითი! მორჩა" - ვიკა ბუკიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა კორონავირუსი დაამარცხეს

"უარყოფითიო, ხალხნო, უარყოფითი! მორჩა" - ვიკა ბუკიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა კორონავირუსი დაამარცხეს

ჟურნალისტმა ვიკა ბუკიამ და მისმა მეუღლემ, დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა კორონავირუსი დაამარცხეს. ამის შესახებ ვიკა "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს. ჟურნალისტს მთელი საქართველო გულშემატკივრობდა და მის "კოვიდ-დღიურებს", რომელსაც კლინიკიდან აქვეყნებდა, ადამიანები ყოველდღიურად ეცნობოდნენ.

ცოტა ხნის წინ ვიკამ "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ვირუსი დაამარცხა:

"უარყოფითიო, ხალხნო, უარყოფითი! მორჩა. დავამარცხეთ" - წერს ჟურნალისტი.

რაც შეეხება ლევან გოგიჩაიშვილს, როგორც "ინტერპრესნიუსს“ თავად დეპუტატმა განუცხადა, ტესტების პასუხები უარყოფითია, თუმცა კიდევ ერთ ტესტს ცოლ-ქმარს ხვალ ჩაუტარებენ.

ცნობისთვის, ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს კორონავირუსი 9 სექტემბერს დაუდასტურდათ.

"წუხელ ჩვენს სახლს ცეცხლი გაუჩნდა..." - რას წერს "ფეისბუქზე" ნინო ჟვანია

"ვაქცინების დეფიციტი სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს" - ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი გრიპის სეზონის საფრთხეებსა და Covid19-ის ვაქცინაზე

თეონა ცხომელიძემ კორონავირუსი დაამარცხა - რას წერს ჟურნალისტი COVID-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხის შემდეგ