ავტორი:

"შეიძლება, ბევრისთვის მერის თანამდებობა გარკვეული პრივილეგიები იყოს, ჩემთვის ეს არის მსახურება" - კახა კალაძე

"შეიძლება, ბევრისთვის მერის თანამდებობა გარკვეული პრივილეგიები იყოს, ჩემთვის ეს არის მსახურება" - კახა კალაძე

"შეიძლება, ბევრისთვის მერის თანამდებობა გარკვეული პრივილეგიები იყოს, ჩემთვის ეს არის მსახურება", - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ "პალიტრაიუსის“ გადაცემაში "პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

კალაძის თქმით, მას კარგად აქვს გააზრებული, რა თანამდებობაზე იმყოფება.

წამყვანის კითხვაზე, გადადგება თუ არა თანამდებობიდან თუ ბიძინა ივანიშვილი ეტყვის, რომ გადადგეს, კალაძემ უპასუხა, "არა, არ გადავდგები“.

"არა, არ გადავდგები, რატომ უნდა გადავდგე. მე თუ ჩავთვლი, რომ რაღაცას ისე ვერ ვაკეთებ, რაც თბილისს და თბილისელებს სჭირდება... ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული და კარგად მაქვს გააზრებული, რა თანამდებობაზე ვიმყოფები. შეიძლება, ბევრისთვის ეს კონკრეტული, მერის თანამდებობა გარკვეული პრივილეგიები იყოს, ჩემთვის ეს არის მსახურება, ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის, ემსახურო ხალხს“,- განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, გაუწევია თუ არა პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილისთვის წინააღმდეგობა, კახა კალაძემ უპასუხა, რომ კი.

"რა თქმა უნდა, როდესაც გვაქვს გუნდში მსჯელობა, ჩემს სათქმელს ყოველთვის ვამბობ. ჩვენ არ გვაქვს არანაირი პრობლემა, რატომ გგონიათ, რომ თუ პარტიის თავმჯდომარე რაღაცას იტყვის, აუცილებლად უნდა შესრულდეს, არ არის ეგ დამოკიდებულება ამ ქვეყანაში“, - განაცხადა კალაძემ.

"სააკაშვილი უკვე 8 წელია აანონსებს დაბრუნებას, ხან სახურავიდან, ხან ზღვასთან დგას, ხან საკუთარი ძვირადღირებული ბინის აივანზე..." - არჩილ თალაკვაძე

რა მოხდა წუხელ ხატია დეკანოიძის შტაბში, სადაც შსს-მ გამოძიება დაიწყო

მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა - "თავს ვგრძნობ კარგად და ვარ საბრძოლო შემართებით"