ავტორი:

"ჩვენ არასდროს ვერევით ჩვენი მეზობლების შიდა საქმეებში" - ვლადიმერ პუტინი

"ჩვენ არასდროს ვერევით ჩვენი მეზობლების შიდა საქმეებში" - ვლადიმერ პუტინი

რუსეთი არასდროს ერევა საკუთარი მეზობლების, და საერთოდ სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყირგიზეთის პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვთან შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრაზე ყირგიზეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების წინ "სხვადასხვა ძალები გააქტიურდნენ", რომლებიც ეწინააღმდეგებიან სტაბილურობას და განვითარებას და საფრთხეს უქმნიან რესპუბლიკის სუვერენიტეტს.

"იცით, რომ ზოგადად, ჩვენ არასდროს ვერევით ჩვენი მეზობლების და საერთოდ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, მაგრამ ყოველთვის მხარს ვუჭერთ მოქმედი ხელისუფლების მცდელობას, დაასტაბილუროს სიტუაცია “, - აღნიშნა პუტინმა.

ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები 4 ოქტომბერს ტარდება.

ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს "პუტინის ლეკვი" უწოდა - აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატების მწვავე დებატების დეტალები

სომხეთში აცხადებენ, რომ თურქეთის ავიაგამანადგურებელმა სომხეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩამოაგდო - თურქეთი და აზერბაიჯანი ინფორმაციას არ ადასტურებენ

მარსის ზედაპირის ქვეშ მეცნიერებმა ტბები აღმოაჩინეს - ვარაუდობენ, რომ იქ უკიდურესად მარილიანი წყალი უნდა იყოს