ავტორი:

როგორ ნაწილდება კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით და როგორია პაციენტების მდგომარეობა

როგორ ნაწილდება კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით და როგორია პაციენტების მდგომარეობა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან, 225 აჭარაში დადასტურდა.

მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში 25 კრიტიკულად მძიმე პაციენტია აქედან 22 მართვით სუნთქვაზეა.

„დაგვემატა 314 ახალი პაციენტი, გახდა 5866. გამოჯანმრელებულების რაოდენობა 270-ით გაიზარდა. მკურნალობას გადის 3542 კორონავირუსით ინფიცირებული. 25 კრიტიკულია, აქედან 23 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 7 ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი.

კვლავ აჭარა ლიდერობს და იქ 225 ინფიცირებულია, თბილისში - 35, იმერეთი-22, სამეგრელო ზემო-სვანეთი- 18, შიდა ქართლი- 9, სამცხე-ჯავახეთი- 3, გურია და ქვემო ქართლში თითო-თითო პაციენტი“,-განაცხადა ენდელაძემ.

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ენდელაძის განცხადებით, კლინიკაში 28 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 2 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ერთის მდგომარეობა კი კრიტიკულია.

"გულ-სისხლძარღვთა სერიოზული თანხმლები დაავადებები ჰქონდა" - კორონავირუსით გარდაცვლილი 33-ე პაციენტი 55 წლის ქალია

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

"შიშით ვცხოვრობ, ცუდად რომ გავხდე, ჩემი გადარჩენა გულითაც რომ უნდოდეთ, აქ ვერავინ ამოვა" - ადამიანი, რომელიც ხადას ხეობაში ზამთარს ზვავისა და მგლების პირისპირ ატარებს