ავტორი:

რუსთავში მომხდარი ავარიის ფაქტზე, რომელსაც 16 წლის ელენე ბაშარული ემსხვერპლა, მძღოლი დააკავეს

რუსთავში მომხდარი ავარიის ფაქტზე, რომელსაც 16 წლის ელენე ბაშარული ემსხვერპლა, მძღოლი დააკავეს

გუშინ საღამოს რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი ავარიის ფაქტზე, რომელსაც 16 წლის ელენე ბაშარულის სიცოცხლე ემსხვერპლა, მძღოლი დააკავეს. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს შსს-ში დაუდასტურეს.

გუშინ საღამოს რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულე გოგონას დაეჯახა, რის შემდეგაც მძღოლი ადგილიდან მიიმალა. თვითმხილველის თქმით, გოგონა ძაღლს ასეირნებდა და გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.

16 წლის ელენე ბაშარული სასწრაფოს მოსვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება გარდაცვალებით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევის მუხლით დაიწყო (276-ეს მე-6).

ნათია ცირეკიძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა - რა შეთანხმება შედგა კომაში მყოფი გოგონას ოჯახთან?

"ფეხზე დგას კახეთის პოლიცია, რეიდებია, ეძებენ დამნაშავეს" - პედოფილიაში ბრალდებულმა მამაკაცმა, რომელსაც 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მიმალვა სცადა

დავით გარეჯის კომისიის წევრების სახლში და ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს