ავტორი:

"ფეხზე დგას კახეთის პოლიცია, რეიდებია, ეძებენ დამნაშავეს" - პედოფილიაში ბრალდებულმა მამაკაცმა, რომელსაც 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მიმალვა სცადა

"ფეხზე დგას კახეთის პოლიცია, რეიდებია, ეძებენ დამნაშავეს" - პედოფილიაში ბრალდებულმა მამაკაცმა, რომელსაც 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მიმალვა სცადა

პედოფილიაში ბრალდებული 59 წლის მამაკაცი, რომელსაც დღეს სააპელაციო სასამართლომ 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მიიმალა. მამაკაცს ბრალი საკუთარი ძმის შვილიშვილის, 5 წლის გოგონას მიმართ სექსუალურ ძალადობაში ედებოდა. დაზარალებული გოგონას ბაბუის განცხადებით, დამნაშავე დღეს, დღის პირველ ნახევარში საკუთარმა შვილმა და ნათესავმა მიმალვის მიზნით ავტომობილით წაიყვანა.

"ფეხზე დგას კახეთის პოლიცია. რეიდებია. ეძებენ დამნაშავეს. მე მივაწოდე ინფორმაცია მისი გაუჩინარების შესახებ პოლიციელებს. დაახლოებით 2 საათისთვის პედოფილი საკუთარმა შვილმა და ქვისლმა ავტომობილში ჩაისვეს და თბილისის მიმართულებით წაიყვანეს. ჩემმა ცოლმა დაინახა თავისი თვალით, ბავშვები რომ გამოჰყავდა სკოლიდან. რადგან პირველმა ინსტანციამ გაამართლა, სააპელაციოს პროცესებს არ ესწრებოდა. მისი ადვოკატები დადიოდნენ მხოლოდ. ალბათ, არ ეგონა თუ მიუსჯიდნენ. სხვა არაფერი ვიცი ამ ეტაპზე " - განუცხადა ambebi.ge -ს დაზარალებულის ბაბუამ.

ცნობისთვის, შემზარავი ამბავი 2019 წლის 5 ივნისს გურჯაანში მოხდა. 5 წლის ბავშვმა მშობლებს უამბო, რომ საკუთარი ბაბუის ძმამ მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, თან დაემუქრა, თუ ამის შესახებ ვინმეს მოუყვებოდა, მოკლავდა. ბავშვის ოჯახმა მაშინვე სამართალდამცავებს მიმართა. საქმის მასალების მიხედვით, შემთხვევას შეესწრო დაზარალებულის მცირეწლოვანი ბიძაშვილი 6 წლის ბავშვიც, რომელიც დეტალურად აღწერდა ძალადობის პროცესს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მცირეწლოვანი ბავშვების ჩვენებები სარწმუნოდ არ მიიჩნია და 2020 წლის მაისში გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცი გაამართლა. დღეს სააპელაციო სასამართლომ პედოფლიაში ბრალდებულს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

"ეს 9-თვიანი შოუ დასრულდა..." - მირიან ნიკოლაძის კომენტარი გიორგი შაქარაშვილის საქმის განაჩენზე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულებმა სასამართლო გინებით დატოვეს - კადრები ადგილიდან

"მოსამართლე წუმპეშია ამოსვრილი, ნილოსი თუ გარეცხავს" - როგორ ეხმაურებიან შაქარაშვილის საქმეზე გამოტანილ განაჩენს მსჯავრდებულთა ადვოკატები