ავტორი:

"მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად" - კორონავირუსით გარდაცვლილი 36-ე პაციენტი 79 წლის კაცია

"მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად" - კორონავირუსით გარდაცვლილი 36-ე პაციენტი 79 წლის კაცია

კორონავირუსით გარდაცვლილი 36-ე პაციენტი, 79 წლის კაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

პაციენტს კორონავირუსთან ერთად თანმხლები დაავადებები გულის ქრონიკული უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ჰქონდა.

პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან 796 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - ბოლო 24 საათის მონაცემები

მარნეულში “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფებს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ