საქართველოს აზერბაიჯანში ელჩი კვლავ არ ჰყავს. პარლამენტმა ამ თანამდებობაზე ელჩად დეპუტატი ირაკლი ქავთარაძე ჯერ კიდევ 8 აპრილს დაამტკიცა, თუმცა ქავთარაძე ამ დრომდე არა ელჩის, არამედ დეპუტატის უფლებამოსილებას ასრულებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" აღნიშნულ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროშო განუმარტეს, აზერბაიჯანული მხარისგან ქავთარაძის ამ ქვეყანაში ელჩად წარგზავნის თაობაზე თანხმობა, ე.წ. აგრომანი ჯერ არ მოსულა.
თანხმობის გაჭიანურებას პრობლემად არ მიიჩნევენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომიტეტში განუმარტეს, აღმოსავლეთის ქვეყნები აგრომანის გაგზავნას ტრადიციულად აგვიანებენ ხოლმე.
ირაკლი ქავთარაძე აზერბაიჯანში ელჩად მას შემდეგ დანიშნეს, რაც ამ თანამდებობაზე დამტკიცებულმა ვანო ნონიაშვილმა, რომელიც მანამდე პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელი იყო, მოვალეობის შესრულებაზე უარი თქვა.