ავტორი:

მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ქალის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ქალის ცხედარი იპოვეს

სოფელ ჯოჭოში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მეწყერში ერთი ოჯახის სამი წევრია მოყოლილი, მაშველებმა ამ დროისთვის ქალის ცხედარი იპოვეს, ორი ადამიანის - მამა -შვილის მოძიების სამუშაოები კი გრძელდება.

ადგილზე 200-მდე მაშველი-მეხანძრეა მობილიზებული, სამშველო ოპერაციას უამინდობა უშლის ხელს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, დამეწყრილ ტერიტორიაზე, მსუბუქ ავტომობილში ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის ცხედრების იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

"მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი" - საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

ოსი პოეტისა და “ვეფხისტყაოსნის” ოსურად მთარგმნელის, გიორგი ბესთაუთის სახელი თბილისის ერთ-ერთ ქუჩას  მიენიჭა

"ბიჭები ხელვაჩაურში მეგობართან სტუმრად იყვნენ..." - რას ჰყვებიან ადგილობრივები მეწყერში მოყოლილ ახალგაზრდებზე