ავტორი:

"ყველაზე დიდ პირბადეს იკეთებს, რაც ოდესმე მინახავს“ - კორონავირუსის დადასტურებამდე ორი დღით ადრე, ტრამპმა ჯო ბაიდენს პირბადის ტარების გამო დასცინა

"ყველაზე დიდ პირბადეს იკეთებს, რაც ოდესმე მინახავს“ - კორონავირუსის დადასტურებამდე ორი დღით ადრე, ტრამპმა ჯო ბაიდენს პირბადის ტარების გამო დასცინა

მსოფლიოს ახალი ამბების ერთ-ერთი მთავარი ამბავი დღეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კორონავირუსით ინფიცირებაა. ვირუსი დაუდასტურდა შეერთებული შტატების პირველ ლედის, მელანია ტრამპსაც.

პრეზიდენტ ტრამპს მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ, ამავდროულად კი, მედიასაშუალებები ყველა იმ ფაქტს აქვეყნებენ, როცა დონალდ ტრამპი კორონავირუსსა და მასთან ბრძოლის მეთოდებს სკეპტიკურად უყურებდა, მათ შორის, უგულებელყოფდა პირბადის ტარებას და ხშირად ამბობდა, რომ პირბადე უსარგებლო იყო.

დონალდ ტრამპმა კორონავირუსის დადასტურებამდე ორი დღით ადრე ჯო ბაიდენს სატელევიზიო დებატებში პირბადის ტარების გამო დასცინა კიდეც. ვიდეო დღეს სოციალური ქსელების ჰიტად იქცა.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Here&#39;s Trump mocking Biden for wearing a mask at the debate on Tuesday. He traveled to that debate with Hope Hicks, who has tested positive for coronavirus. <a href="https://t.co/MvFs3HR2Z3">pic.twitter.com/MvFs3HR2Z3</a></p>&mdash; Brian Tyler Cohen (@briantylercohen) <a href="https://twitter.com/briantylercohen/status/1311839895921467393?ref_src=twsrc%5Etfw">October 2, 2020</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

"მე არ ვატარებ პირბადეს მის (ჯო ბაიდენი) მსგავსად. ყოველ ჯერზე, როცა მას ვხედავთ, პირბადე უკეთია. ის შეიძლება გესაუბრებოდეთ 200 ფუტის(დაახლოებით, 60 მეტრი) მანძილიდან და ის იკეთებს ყველაზე დიდ პირბადეს, რაც კი ოდესმე მინახავს“, - თქვა დონალდ ტრამპმა ბაიდენთან სატელევიზიო დებატების დროს, რაზეც ბაიდენმა უპასუხა, რომ პირბადე "დიდ განსხვავებას იძლევა“, როცა საქმე ეხება კორონავირუსის გავრცელებას და აღნიშნა, რომ ამერიკელებს პირბადე რომ ეტარებინათ და სოციალური დისტანცია დაეცვათ, ახლა 100 000-ზე მეტი სიცოცხლე იქნებოდა გადარჩენილი.

ცნობისთვის, აშშ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით პირველი ქვეყანაა, სადაც ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა.

"თავს დაღლილად გრძნობს, მაგრამ კარგ განწყობაზეა" - დონალდ ტრამპი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს

"ჩემს სიკვდილში გთხოვთ დაადანაშაულოთ რუსეთის ფედერაცია" - ჟურნალისტმა რუსეთში პოლიციის სამმართველოსთან თავი დაიწვა

"ვაგრძელებ ლოცვას ტრამპის ჯანმრთელობისთვის", - რა პოსტს აქვეყნებს საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის კონკურენტი ჯო ბაიდენი