ავტორი:

"ვაგრძელებ ლოცვას ტრამპის ჯანმრთელობისთვის", - რა პოსტს აქვეყნებს საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის კონკურენტი ჯო ბაიდენი

"ვაგრძელებ ლოცვას ტრამპის ჯანმრთელობისთვის", - რა პოსტს აქვეყნებს საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის კონკურენტი ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და პირველი ლედის, დონალდ და მელანია ტრამპების კორონავირუსით ინფიცირების ამბავს ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი, "დემოკრატების" ლიდერი ჯო ბაიდენი ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს, რომ ის ტრამპის ჯანმრთელობისთვის ლოცულობს.

"მე და ჯილი(ბაიენის მეუღლე) პრეზიდენტ ტრამპსა და პირველ ლედის სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. განვაგრძობთ ლოცვას პრეზიდენტისა და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის“, - დაწერა ჯო ბაიდენმა Facebook-ზე.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. საზოგადოებას ინფორმაცია პრეზიდენტმა "ტვიტერზე" გამოქვეყნებული პოსტის საშუალებით თავად შეატყობინა.

"უკეთოსობისკენ მივდივარ, მიყვარხართ!" - რომელი მედიკამენტით მკურნალობენ ინფიცირებულ ტრამპს და რას წერს პრეზიდენტი "ტვიტერზე"

"თავს დაღლილად გრძნობს, მაგრამ კარგ განწყობაზეა" - დონალდ ტრამპი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს

"ჩემს სიკვდილში გთხოვთ დაადანაშაულოთ რუსეთის ფედერაცია" - ჟურნალისტმა რუსეთში პოლიციის სამმართველოსთან თავი დაიწვა