ბერბუკში გერის წმინდა გიორგის ტაძრის სახელობის სალოცავი გაიხსნა

ბერბუკში გერის წმინდა გიორგის ტაძრის სახელობის სალოცავი გაიხსნა

გორის რაიონის ტერიტორიაზე, ბერბუკში მდებარე დევნილების დასახლებაში გერის წმინდა გიორგის ტაძრის სახელობის სალოცავი გაიხსნა.

გერის ტაძარი ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, იგი სასწაულმოქმედად ითვლება და ლიახვის ხეობების ქართველი და ოსი ეროვნების, მთლიანად შიდა ქართლის მრევლი მიდიოდა მოსალოცად. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ, აღნიშნულ ტერიტორიაზე ქართველების მისვლა უკვე შეუძლებელი გახდა.

როგორც სამთავისისა და გორის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ აღნიშნა, ბერბუკში სალოცავი დევნილების თხოვნით აშენდა; ასევე, მოხერხდა გერის წმინდა გიორგის ტაძრიდან ერთ-ერთი ქვის ჩამოტანა და ამ სალოცავის კედელში დატანება.

გერის წმინდა გიორგის ტაძარი, დაახლოებით, მე-10 საუკუნით თარიღდება. არსებული ინფორმაციით, ოსმა სეპარატისტებმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტაძრის კედლებიდან ის ქვები გამოიღეს, სადაც ქართული წარწერები და მართლმადიდებლური ჯვრები იყო დატანილი. გარდა ამისა, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საფლავების ქვები ბულდოზერებით აიღეს, რადგან ქვებზე ქართული წარწერები იყო.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"