ავტორი:

"დიდგორობის კარგად ახსნა რომ შევძლოთ, ვფიქრობ, თურქეთსა და საქართველოს მისი აღნიშვნა ერთად შეუძლიათ..." - თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი

"დიდგორობის კარგად ახსნა რომ შევძლოთ, ვფიქრობ, თურქეთსა და საქართველოს მისი აღნიშვნა ერთად შეუძლიათ..." -  თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი

გაზეთმა "კვირის პალიტრამ" გამოაქვეყნა ექსკლუზიური ინტერვიუ თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან, რომლიდანაც გთავაზობთ ნაწყვეტს:

- ქალაქ კონიაში სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა გეოპოლიტიკაზე საუბრისას აღნიშნა: "თქვენ თუ კავშირს იპოვით სირიის ხმელთაშუა ზღვასა და სამხრეთ კავკასიის კრიზისულ ზონებს შორის, დაინახავთ მავანთა მისწრაფებას, ალყაში მოაქციონ თურქეთი. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ერის, ჩვენი ხალხის მთლიანობას, ამიტომ ვცდილობთ გავარღვიოთ ალყა..." ვინ ან რა ძალები იგულისხმა პრეზიდენტმა, როცა კავკასიაზე მიანიშნებდა? თუ საქართველოს მაგალითით ვიმსჯელებთ, წარმოუდგენელია, საქართველო თურქეთის ალყის ნაწილი იყოს. რა ძალებზეა ლაპარაკი?

- ვინაიდან ჩემმა პრეზიდენტმა არ გახსნა ფრჩხილები, ჩემგან ამის გაკეთება სწორი არ იქნება. ქართველ ხალხს რომ ინფორმაცია მივაწოდო, ვიტყვი: 1-ლი მსოფლიო ომის შემდეგ დაიდო "ლოზანის ხელშეკრულება" და გაფორმდა თურქეთის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. მანამდე თურქეთის ტერიტორიები ოკუპირებული იყო სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ. "ლოზანის ხელშეკრულებით" მსოფლიოს რუკაზე დადგინდა თურქეთის საზღვრები. შემდგომ იყო ჰატაის პლებისციტი, რომლითაც თანამედროვე თურქეთის ტერიტორია განისაზღვრა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირი, სტალინის ხელმძღვანელობით, დაემუქრა თურქეთის ტერიტორიულ მთლიანობას...

- როგორ ცნობილია, ეს იყო არდახანი, ართვინი, ყარსი და ტრაპზონი - ანუ საქართველოს ძირძველი მიწები...

- დიახ, მაშინ სტატიაც დაიწერა... შემდგომ, ცივი ომის დროს, საბჭოთა კავშირის პოლიტიკა მიზნად ისახავდა ახლო აღმოსავლეთში სატელიტი სახელმწიფოების შექმნას და ამგვარად თურქეთზე ზეწოლას. ამ მიზნით საბჭოთა კავშირმა ერაყში ქურთების სახელმწიფოს შექმნა სცადა, სირიაში - "ბაასის" რეჟიმის ("ბაასი" - არაბულად "აღორძინება", არაბთა სოციალისტური აღორძინების პარტიის გავრცელებული სახელი) გამოყენება და მხარს უჭერდა თურქეთის საწინააღმდეგო მოქმედებებს. 1970 წლიდან დაიწყო სომხური ორგანიზაცია "ასალას" მიერ თურქი დიპლომატების მკვლელობათა სერია. ამ ორგანიზაციას თურქეთში დასავლეთ სომხეთის სახელმწიფოს შექმნა სურს.

- ანუ "დიდი არმენიის" აღდგენა?

- დიახ. ამის შემდეგ საბერძნეთშიც გამოჩნდნენ ულტრანაციონალისტური ჯგუფები, რომლებიც პრეტენზიას უკვე შავ ზღვაზე აცხადებდნენ, პონტო ჩვენიაო.

საბჭოთა პერიოდში თურქეთში გააქტიურდა PKK (ქურთ მუშათა პარტია), რომელსაც აშშ, ევროკავშირი და თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს. სირიაში PKK-ს ორგანიზაციაა YPG, რომელსაც აშშ ოფიციალურად მხარს უჭერს. დღეს ასევე ვხედავთ, რომ PKK-ს ლიდერშიფი ევროკავშირის პარლამენტში მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებას ცდილობს. დაბოლოს, მოწმენდილ ცაზე სომხეთი იღებს ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტს, სადაც მიუთითებს "სევრის" ხელშეკრულებას. რა თქმა უნდა, თურქეთის მოქალაქეებმა ამ ფაქტების შესახებ იციან, ჩვენ აქ ვცხოვრობთ თითქმის 1000 წელია და არსად წასვლას არ ვაპირებთ. ჩვენ ყოველთვის ვიცხოვრებთ ჩვენს კუთვნილ მიწაზე, ტერიტორიაზე, რომელიც ლოზანის სამშვიდობო ხელშეკრულებით დადგინდა! სწორედ 1924 წელს ამ ხელშეკრულების შემდეგ იწყება პერმანენტული თავდასხმები თურქეთზე ტერიტორიული პრეტენზიებით.

- გამოდის, ერთადერთი ქვეყანა სამეზობლოში, რომელიც ტერიტორიებზე პრეტენზიას არ აცხადებს, საქართველოა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მოსადავებელი ბევრი იყოს... ჩვენ დიდგორის გამარჯვებასაც არ აღვნიშნავთ სათანადოდ.

- დიდგორობის კარგად ახსნა რომ შევძლოთ, ვფიქრობ, თურქეთსა და საქართველოს მისი აღნიშვნა ერთად შეუძლიათ...

- როგორ?

- დღესასწაული არის დიდი მოვლენა ქვეყნის მთლიანობის აღსანიშნავად. დიდგორობა ერთიანი საქართველოს დაარსების დღესასწაულია. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დღესასწაულს მიეცემა სხვა ქვეყნის მტრობის დატვირთვა, ეს არ იქნება კარგი. საბერძნეთის მაგალითი ავიღოთ - მან დამოუკიდებლობის 200 წლისთავი აღნიშნა და მთელი დღესასწაული თურქეთთან მტრობის თემით წარმართა. დავით აღმაშენებლის გამარჯვების შედეგი რა იყო? - ქვეყნის გამთლიანება.

- ჩემთვის, როგორც ერთი მოქალაქისთვის, დიდგორი მტერზე უბადლო გამარჯვების სიმბოლოა. განა თურქეთი ართვინის გათავისუფლებას არ ზეიმობს? - ნახეთ როგორ უპასუხა ამ კითხვას თურქეთის ელჩმა და წაიკითხეთ სტატია სრულად kvirispalitra.ge -ზე

"ირაკლი ღარიბაშვილი იქამდე არ მოისვენებს, ვიდრე პარტიის თავმჯდომარე არ გახდება" - არმაზ ახვლედიანი

"უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ, რომ იუსტიციის საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატები წარუდგინა" -კელი დეგნანი

რას ამბობს კახა კუჭავა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ "ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძეს ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს?