ოთხშაბათს ღამით რუსეთის შსს-სა და ფსბ-ის თანამშრომლებმა დაღესტანში, ქალაქ ხასავიურტას სიახლოვეს ხუთი ადამიანი მოკლეს, რომლებმაც სამართალდამცველებს ავტომობილების შემოწმებისას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს.
რუსეთის შსს-ის წარმომადგენლის თქმით, წუხელ სამართალდამცველებმა შესამოწმებლად "ВАЗ-2105"-ის მარკის ავტომობილის გაჩერება დააპირეს, საიდანაც მათ ცეცხლი გაუხსნეს. სამართალდამცველთა საპასუხო ცეცხლის შედეგად ავტომობილის ხუთივე მგზავრი ადგილზე დაიღუპა.
მოკლული ბანდიტები უკვე ამოიცნეს. მათ შორისაა ხასავიურტის რაიონის ე.წ. "ემირი", 1984 წელს დაბადებული ჰასან დანილოვი.
მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.