ავტორი:

"პაპის თვალებით იცქირები“ - მამა პეტრე შვილიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

"პაპის თვალებით იცქირები“ - მამა პეტრე შვილიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

მამა პეტრე კვარაცხელია ოთხი თვის წინ ბაბუა გახდა. ხუთი შვილის ახალგაზრდა მამა მაშინ Ambebi.ge-სთან ამბობდა, რომ ეს ფაქტი მისთვის მოულოდნელი იყო. უფროსი ქალიშვილის, მარიამის დაოჯახება სასულიერო პირისთვის მარტივი გადასატანი არ ყოფილა.

ბავშვს ზუ დაარქვეს და როგორც მამა პეტრე ამბობს, ბავშვის სახელის შერჩევაში თავად მონაწილეობა არ მიუღია და გადაწყვეტილების მიღება ახალგაზრდებს ანდო.

"არ ვიცი, ამას როდის გავაცნობიერებ და ამისთვის როდის ვიქნები მზად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეალობას თვალები დავუხუჭო. არ ვიცი, ჩემი მომდევნო შვილი, რომელიც მარიამის შემდეგ შემეძინა, რა სიურპრიზს მიმზადებს. ამიტომ მე რომ ვიძახო, მე არ მაქვს ის ასაკი, რომ ბაბუა ვიყო, ეს არ აინტერესებს მომავალ თაობას. ამიტომ გადავწყვიტე, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ყველასთვის უნდა ვიყო მამა პეტრე და იმ ახალი სიცოცხლისთვისაც, რომელიც ჯანმრთელი და ღირსეული უნდა გაიზარდოს...“ - ამბობდა პეტრე კოლხი ჩვენთან საუბრისას.

პატარა ზუ გაიზარდა და ამჟამად ბებიასთან და ბაბუასთან ერთად ბაკურიანში ისვენებს. ფოტოები მამა პეტრემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და როგორც მისი თაყვანიმცემლები კომენტარებში წერენ, ბავშვს ბაბუის თვალები აქვს.

"მამაო, პატარა თქვენი მსგავსებაა. ღმერთმა დალოცოს. ბედნიერი, ჯანმრთელი ვაჟკაცი გაზრდილიყოს....“

"უსაყვარლესი, პაპის თვალებით იცქირები, დალოცვილი იყავი.“

"გამოიყურებით სუპერ, ვარსკვლავებ... მაგრად ჩამაკოცნინა თქვენი თავი.“

"ღმერთმა გაგიზარდოთ კოლხო ერისთვის საამაყო ვაჟკაცად.“

"ასეთი რომ ხართ, განსაკუთრებულად ზეაღმატებული, თბილი, უშუალო, მიმტევებელი და რომ არავის აქილიკებთ, იმიტომ მიყვარხართ ძალიან მამა პეტრე. იხარეთ თქვენს ულამაზეს ოჯახთან ერთად. გიმრავლოთ სიკეთით სავსე ადამიანები. პირადად ჩემთვის მზის სხივი ხართ. მინდა მუდამ ბედნიერი და უფლისგან დალოცვილი იყოთ, იხარეთ...“ - წერენ კომენტარებში.

როგორ დავიკლოთ წონაში შიმშილის გარეშე - დიეტოლოგის რჩევები

ფოტოგრაფ ზაქარია ჭელიძის ფოტო ექსპერიმენტი „ასპრიაში“

"გამელოტებული კაცის ვარცხნილობა აქვს და ქარი ხან მარჯვნიდან უქიქინებს თავზე, ხან - მარცხნიდან" - გაიცანით თბილისის ზოოპარკის ახალი ბინადარი