განათლების სამინისტროს შიდა აუდიტმა 2008 წლის პერიოდში ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა.
წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება გია ნოდიას მინისტრობის პერიოდში ათეულობით ათასი ლარის გაფლანგავს.
მასალები გამოძიებისთვის მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა. ფაქტთან დაკავშირებით ძიება 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ამ საკითხებთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ანდრიაშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს.