ავტორი:

სუპერმარკეტ "სპარის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

სუპერმარკეტ "სპარის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ამაღლების ქუჩაზე, სუპერმარკეტ "სპარის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს. ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფები პირები კარანტინში გადაიყვანეს.

ტელეკომპანიის ცნობით, ობიექტი იმ კორპუსის პირველ სართულზე მდებარეობს, სადაც პრემიერის ოჯახი, ეკონომიკის მინისტრი და პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ცხოვრობენ.

სუპერმარკეტ "სპარის" თანამშრომლების ინფორმაციით, შენობაში გვიან საღამოს სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

"მეშინია, არ მივიდეთ სამედიცინო სისტემის ჩამოშლის საშიშროების წინაშე... ბათუმში კარანტინის გამოცხადება, არ უნდა დაგვიანდეს" - კულუმბეგოვი

რა თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ კორონავირუსით გარდაცვლილებს - დაავადებათა კონტროლის ცენტრის კვლევა

კომპანია "ჯი-თი მოტორსი“ ტვ პირველის ტყუილს პასუხობს