"ლეიბორისტული პარტია" მიხეილ სააკაშვილს 50-მილიარდიან აფერაში ადანაშაულებს

"ლეიბორისტული პარტია" მიხეილ სააკაშვილს 50-მილიარდიან აფერაში ადანაშაულებს

"ლეიბორისტული პარტია" ქვეყნის პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 50-მილიარდიან აფერაში ადანაშაულებს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ძაგანიამ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი მის პარტნიორ ებრალ ბიზნესმენს, ისრაელის პარლამენტის ყოფილ წევრ შმუელ ფლატო-შარონს საკუთრებაში უფორმებს კახეთში არსებულ 1 ჰექტარის ფართობის მიწის ნაკვეთს, სადაც ნავთობის საბადოა აღმოჩენილი.

ძაგანიას განცხადებით, არსებობს პირველადი მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, საბადოდან 800 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობის ამოღებაა შესაძლებელი, რომლის ღირებულებაც, საშუალოდ, 50 მილიარდი აშშ დოლარია.

მისივე თქმით, არსებობს გარიგება, რომ ნავთობის მომპოვებელ სამუშაოებს ებრაელი ბიზნესმენი განახორციელებს, მოგებულ თანხებს მიხეილ სააკაშვილთან თანაბრად გაინაწილებენ.

"ლეიბორისტები" მოითხოვენ, რომ საბადოს გაყიდვის ხელშეკრულება გაუქმდეს და აღნიშნული მრავალმილიარდიანი ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩეს. ამასთან, მსოფლიო ნავთობკომპანიებს მოუწოდებენ ამ აფერაში არ ჩაერთონ და ბიზნესმენ შმუელ ფლატო-შარონთან არ ითანამშრომლონ.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე