ავტორი:

"ივანიშვილმა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე 8 ჰა ფართობი კერძო საკუთრებაში დაიტოვა, რაც "გულისამრევი თაღლითობაა"" - გიგი უგულავა

"ივანიშვილმა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე 8 ჰა ფართობი კერძო საკუთრებაში დაიტოვა, რაც "გულისამრევი თაღლითობაა"" - გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი და ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, სადაც თბილისის ცენტრალური პარკი უნდა განთავდეს, 8 ჰექტარი ფართობი კერძო საკუთრებაში დაიტოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს მისი მხრიდან „კიდევ ერთი გულისამრევი თაღლითობაა“.

„2011-2012 წელს, ჩემი მოთხოვნით თბილისის საკრებულომ იპოდრომის ტერიტორიას რეკრეაციულ-ლანშაფტური ტერიტორიის სტატუსი მიანიჭა, სადაც მშენებლობა დაუშვებელი იყო. თავის დროზე ხელი შევუწყე ივანიშვილს, რომ ეყიდა ეს ტერიტორია იმიტომ, რომ ყაზახი ინვესტორები იყვნენ, ასევე ეს ტერიტორია ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს იყო გაყიდული და ბევრი „ჭრელი“ მეპატრონე ჰყავდა. მას ჰქონდა ვალდებულება, ტერიტორიის ნახევარზე მეტი გაემწვანებინა, ამ ვალდებულებით იყიდა. გუშინ რომ გავიგე ეს ამბავი, მომეწონა, რადგან რაც არ უნდა იყოს, საბოლოოდ, ქალაქისთვის სჯობს-მეთქი, მაგრამ დღეს აღმოვაჩინე,რომ ივანიშვილი მართლაც თაღლითია, ყველა მხრიდან შეეცდება რწყილი გაატყავოს და სარგებელი ნახოს. იცით, რომ თურმე რაც ახლა მთავრობამ ზარ-ზეიმით გადაიბარა, იპოდრომის შიდა რკალი, 8 ჰექტარი, რაც გარშემო არის გამწვანებული, კერძო საკუთრებაში განაშენიანებისთვის დაიტოვა. 8 ჰექტარი ტერიტორია დაიტოვა და ქალაქს გადასცა ის, რაზეც შევარდნაძის დროიდან ყველა შეთანხმებული იყო, რომ იქ არავინ არაფერს ააშენებდა. მას პარკის მოწყობის ვალდებულება ჰქონდა. ანუ ქალაქს „შეტენა“ პარკის გაკეთება და თვითონ სამშენებლოდ დაიტოვა დანარჩენი ტერიტორია. ამ სკვერის მერე ეს ტერიტორია უფრო გაძვირდება და ყველა თანხას ამოიღებს. აბა ყველაზე გამწვანებული ტერიტორია რატომ დაიტოვა?! აი, ეს არის კიდევ ერთი გულისამრევი თაღლითობა ამ ადამიანის მხრიდან. შეიძლება რამე გააკეთოს ამ კაცმა ისე, რომ სარგებელი არ ნახოს და რწყილი არ გაატყავოს?! მართლაც წარმოუდგენელია, დღეს ამის გამო გაოგნებული ვიყავი“, - აცხადებს უგულავა.

ცნობისთვის, თბილისის ცენტრალური პარკი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარზე განთავსდება. ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებას გუშინ მოეწერა ხელი.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზუმე"

"ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების დღეს ხალხმრავალ შეკრებას გეგმავს" - რა წერილს ასაჯაროებს მერია