ნოვოროსიისკის პორტში აფხაზეთისკენ მიმავალი ტვირთი დააკავეს

ნოვოროსიისკის პორტში აფხაზეთისკენ მიმავალი ტვირთი დააკავეს

ნოვოროსიისკის პორტში აფხაზეთისკენ მიმავალი ტვირთი - 27 ტონა გაყინული ღორის ხორცი დააკავეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "აპსნი პრესი" იუწყება.

გაყინულ ხორცს, რომელიც აფხაზეთში ბრაზილიიდან მიჰქონდათ, ვეტერინარული სერტიფიკატი არ ჰქონდა. რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ტვირთი საბაჟო კონტროლის ზონაშია და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენამდე დარჩება.

ასევე, აფხაზეთში მიმავალი ტვირთი 20 აგვისტოს – 17 ტონა გაყინული ღორის ხორცი დე ფაქტო რესპუბლიკაში პორტუგალიიდან გადაჰქონდათ. დაკავების მიზეზი ამ შემთხვევაშიც დოკუმენტების მოუწესრიგებლობა იყო.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?