ავტორი:

ხატია ბუნიათიშვილის კიდევ ერთი წარმატება - ქართველი პიანისტი ფრანგული საიუველირო ბრენდ Cartier-ის ელჩი გახდა

ხატია ბუნიათიშვილის კიდევ ერთი წარმატება - ქართველი პიანისტი ფრანგული საიუველირო ბრენდ Cartier-ის ელჩი გახდა

წარმატებული და მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი ცნობილი ფრანგული საიუველირო ბრენდის Cartier-ის ელჩი გახდა.

სასიამოვნო სიახლის შესახებ ხატიამ "ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა და ახალი ამბავი გულშემატკივრებს გაუზიარა. ბუნიათიშვილი წერს, რომ Cartier იცავს გლამურის ოქროს შუალედს - "არასოდესაა გადაჭარბებული და არც ნაკლები" - აღნიშნავს პიანისტი.

"ბედნიერი ვარ და დიდი პატივია, რომ გავხდი ლეგენდარული და საკულტო Cartier-ის ელჩი.

მადლობა Cartier. სასიხარულოა, რომ თქვენი ოჯახის წევრი ვარ და მსურს, მომავალში ერთად განვახორციელოთ ბევრი ლამაზი რამ, თქვენთვის დამახასიათებელი შარმითა და მომხიბვლელობით, ხელოვნებისა და კულტურისთვის, უთანასწორობის წინააღმდეგ და თითოეული ადამიანის უნიკალურობის აღსანიშნად“, - წერს ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში.

მონიკა ბელუჩის 16 წლის ქალიშვილის ახალი ფოტოები და მონიკას წერილი შვილს - "იყო და არა იყო რა, ერთ დროს პატარა გოგონა იყო.."

თორნიკე ოქრიაშვილის მეუღლე, შვილები და ცხოვრება მოედანს მიღმა - "ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა.. სულ ამბობდა, შევძლებ, ყველაფერს გავუმკლავდეო"

"ულამაზესი...გოგო-ბებო" - ნინო ნადირაძემ შვილიშვილთან ერთად, საზოგადოება აღაფრთოვანა