ავტორი:

გაუჩინარებული 13 წლის ილია ფილფანის მშობლები მოზარდის მპოვნელს, ან ბავშვზე ინფორმაციის მიმწოდებელს 50 000 ლარს გადასცემენ

გაუჩინარებული 13 წლის ილია ფილფანის მშობლები მოზარდის მპოვნელს, ან ბავშვზე ინფორმაციის მიმწოდებელს 50 000 ლარს გადასცემენ

სვანეთში გაუჩინარებული 13 წლის მოზარდის, ილია ფილფანის ოჯახი მათი შვილის მპოვნელს, ან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიმწოდებელს ჯილდოს სახით 50 000 ლარს გადასცემს. ამის შესახებ ოჯახმა "კვირის პრესკლუბში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მათივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს და ყველა შესაძლო ვერსიაზე მსჯელობენ, საქმეში ინფორმაციის ნაკლებობაა.

"გამოძიება მიმდინარეობს, განიხილავენ ყველა შესაძლო ვერსიას და გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ზედა სვანეთს - ლენჯერს, ჯვარს და მესტიას, სადაც ბავშვი ბოლოს ნახეს. გვსურს გამოვაცხადოთ ჯილდო ჩვენი შვილის მპოვნელისათვის. თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, სად იმყოფება ამ დროს ჩვენი შვილი და ეს ინფორმაცია დადასტურდება, მზად ვართ გადავიხადოთ 50 000 ლარი.

ნებისმიერი ინფორმაციისათვის, რომელიც ბავშვის პოვნაში დაგვეხმარება, ან მიგვითითებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ბავშვის გაუჩინარებასთან კავშირი აქვთ, 30 000 ლარს გადავცემთ. ჩვენი მხრიდან გაძლევთ სრულ გარანტიას ამ ინფორმაციის კონფინდენციალურობის. ვცდილობთ ვისარგებლოთ ყველა შესაძლო საშუალებით, რათა ვიპოვოთ ჩვენი შვილი, თუ არსებობს ერთი პროცენტი მაინც რომ საზღვარგარეთაა, გვინდა ეს შესაძლებლობაც გამოვიყენოთ“, - აღნიშნა ილია ფილფანის დედამ, ქსენია ფილფანმა.

ცნობისთვის, ილია ფილფანი 18 ივლისს სახლიდან ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

"გიორგის გაუჩინარებიდან 1 თვეში" მისი "ფეისბუქი" განახლდა, სამართალდამცავებმა ვერაფრით გატეხეს ეს გვერდი აქამდე" - რას ყვება დედა, რომლის ვაჟს მე-3 თვეა ეძებენ

"სპარში" შეიარაღებული არასრულწლოვნები შეიჭრნენ - დაკავებულია 2 პირი

რატომ დაიბარეს დავით დარჩიაშვილი გენერალურ პროკურატურაში?