ავტორი:

"დღევანდელი მოვლენები მსხვერპლშეწირვას ჰგავს... საქმეში ძირითადად, სასულიერო პირების ჩვენებებია" - ივერი მელაშვილის ადვოკატი

"დღევანდელი მოვლენები მსხვერპლშეწირვას ჰგავს... საქმეში ძირითადად, სასულიერო პირების ჩვენებებია" - ივერი მელაშვილის ადვოკატი

დღევანდელი მოვლენები და ზოგადად, ეს პროცესი მსხვერპლშეწირვას უფრო ჰგავს, ვიდრე რაიმე სამართლებრივ პროცესს, - ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, საქმეში ძირითადად, სასულიერო პირების ჩვენებებია.

„ეს ადამიანები პოლიტიკურ ბატალიებს ეწირებიან. რაც შეეხება სამართლებრივ ბრალს, ეს გულისხმობს სახელმწიფოს ტერიტორიების გამოყოფისკენ მიმართულ ქმედებას, რასაც არ მოყოლია რაიმე ტერიტორიის გადაცემა, ან დაკარგვა. მიგვაჩნია, რომ ბრალდება არის აბსურდული, რადგან ამ სფეროს მეცნიერები და პროფესიონალები მათი შეხედულებისამებრ ხელმძღვანელობდნენ იმ რუკებით, რომლებიც ოფიციალური შეთანხმების ნაწილი იყო სახელმწიფოებს შორის და ის რუკები, რომელთაც მათ ედავებიან, რომ ეხელმძღვანელათ, მათთვის იყო არასანდო და ასეთ შემთხვევაში ფიქრობენ, რომ არ უნდა დაყრდნობოდნენ. საკმაოდ ბუნდოვანი ბრალდება იყო პროკურატურის მხრიდან, ზუსტად რომელი ტერიტორიების ნაწილზე ედავებიან, რომ შეიძლება დაკარგულიყო, ეს ცალსახად პროკურატურის განცხადებიდან არ იკვეთება. ბატონი ივერი მელაშვილისთვის ეს ბრალდება არის პოლიტიკური პროცესებისთვის თანმდევი შედეგი და პროფესიონალები, რომლებიც თავის საქმეს ასრულებდნენ პირნათლად 1994 წლიდან და ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვთ გაკეთებული, ამას ადასტურებს მათ შორის მოქმედი ელჩის განცხადება... დაკავების განჩინებიდან ამოვიკითხე, რომ მოწმეებად სასულიერო პირები ჰყავთ, რომლებიც თითქოსდა, ესწრებოდნენ გარკვეულ შეხვედრებს და ჰქონდათ ექსპერტული ცოდნა, რომ მათ გაარჩიეს, რომელი რუკების გამოყენებას ჰქონდა ადგილი და რომელს - არა. აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩნენ ბრალდებულები, თუმცა, ალტერნატივის სახით განვიხილავთ გირაოსაც“, - განაცხადა მარიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, დროებითი მოთავსების იზოლატორში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ ბრალის წარდგენა მიმდინარეობს.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკოლოზ რევაზიშვილის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს

"მათ შეეძლოთ რუკა გაეყიდათ კიდეც, მაგრამ ეს არ გააკეთეს. შესაძლოა, ეს მასალები ინახებოდა იმისთვის, რომ ისინი გრძნობდნენ პასუხისმგებლობას" - უსაფრთხოების ექსპერტი

აფგან მუხთარლი დღეს თბილისში ჩამოდის - ის საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 მაისში თბილისიდან გატაცების გამო ედავება