ავტორი:

"თბილისში შემთხვევების რაოდენობა იმატებს" - როგორია ინფიცირების რეგიონალური განაწილება და აქტიური პაციენტების მდგომარეობა

"თბილისში შემთხვევების რაოდენობა იმატებს" - როგორია ინფიცირების რეგიონალური განაწილება და აქტიური პაციენტების მდგომარეობა

კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევიდან 230 აჭარაში, 134 - თბილისში დაფიქსირდა.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევიდან 230 აჭარაში, 134 კი თბილისში დაფიქსირდა. იმერეთში 68 ახალი პაციენტია, სამცხე - ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და სამეგრელო - ზემო სვანეთში 8-8 შემთხვევაა, შიდა ქართლში 6, ხოლო კახეთსა და მცხეთა - მთიანეთში 5-5 - ახალი პაციენტია.

როგორც ჟურნალისტებს მარინა ენდელაძემ განუცხადა, თბილისი ახალი შემთხვევების კუთხით საყურადღებოა, რადგან საერთო ინფიცირებულებში 22%-დან 28%-მდე მოიმატა კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელმა.

მისივე თქმით, დღეისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა აქტიური შემთხვევა არის 4672, საიდანაც 60 არის კრიტიკულ მდგომარეობაში, მათგან 59 პაციენტი არის მართვით სუნთქვის სხვადასხვა რეჟიმზე, ამასთან 9 პაციენტი არის აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ცენტრში 42 კოვიდ-19-ით ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 6 მძიმე პაციენტია.

ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების ყველა შემთხვევის წყარო ცნობილია, თუმცა, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო.

მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ დადგენილი რეგულაციები დაიცვან.

„ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველას წყარო ცნობილია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი სიფრთხილე გვჭირდება. თბილისში შემთხვევების რაოდენობა იმატებს. ჯერ ეს დრამატული და ტრაგიკული არ არის, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა ენდელაძემ.

მისი განმარტებით, თბილისში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდა შესაძლოა იმასაც უკავშირდებოდეს, რომ მოსახლეობა რეგულაციებს სრულად არ იცავს.

„რეგულაციების დაცვა აუცილებელია. ალბათ, მატყობთ, რომ მეც მიჭირს ნიღბით მეტყველებაც და ყოფნაც, მაგრამ რა ვქნათ, ეს უნდა გავაკეთოთ. აუცილებლად უნდა დავიცვათ რეგულაციები, ძალიან დიდი სიფრთხილე გვჭირდება“, - განაცხადა ენდელაძემ.

გარდა ამისა, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 66-მდე გაიზარდა.

სოფელ ველისციხის სკოლაში 3 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა - სასწავლო პროცესი ჩაიშალა

"მის სილამაზეს მაიკო ორბელიანისა და ნინო ჭავჭავაძის მშვენიერებას შევადარებდი" - ცნობილი ონკოლოგი და არაერთი კინოროლის შემსრულებელი გარდაიცვალა

"ამჟამად ყველაზე საშიშია თბილისი", - რას ამბობს მარინა ენდელაძე დედაქალაქში კორონავირუსის მომატებულ შემთხვევებზე