ავტორი:

"მელაშვილის და ილიჩოვას ქმედებებმა ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შექმნა" - პროკურორი ბრალდების დეტალებზე

"მელაშვილის და ილიჩოვას ქმედებებმა ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შექმნა" - პროკურორი ბრალდების დეტალებზე

საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ოფიციალურად წარედგინათ.

როგორც საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, დაკავებულებისთვის წარდგენილი ბრალდება მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება. სადრაძის თქმითვე, ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ.

„დასრულდა ბრალდებულებისთვის ბრალდების ოფიციალური გაცნობა. მათ ბრალად ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ეს დანაშაული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია. ბრალდების მხარე სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე მიმართავს. ბრალდებულები ბრალს არ ეთანხებიან, თუმცა, ეს მათი, როგორც ბრალდებულების უფლებაა. ეს არის ბრალდებულების მიერ ჩადენილი განზრახი ქმედება, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიებიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ და მათი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, საქართველოს ისტორიული ტერიტორიების, დაახლოებით, 3 500 ჰა ფართობის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა", - განაცხადა სადრაძემ.

როგორც საქმის პროკურორმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ბრალდებულების მიერ ჩადენილმა დანაშაულებრივმა ქმედებებმა ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შექმნა. ამასთან, პროკურორი აცხადებს, რომ ბრალდებულები განზრახ, მიზანმიმართულად მოქმედებდნენ.

„ბრალდება გულისხმობს ბრალდებულების მიერ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედების ჩადენას, რაც მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისკენ. ბრალდებულების მიერ ჩადენილმა დანაშაულებრივმა ქმედებებმა შექმნა საფრთხე ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის, რომელიც დაახლოებით, 3 500 ჰა შეადგენს. უამრავი საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებაა ჩატარებული, დაკითხულია ათეულობით მოწმე, ასევე არსებობს ექსპერტიზის არაერთი დასკვნა, მოპოვებულია რელევენტური კარტოგრაფიული მასალა, რუკები და მათი ანალიზის საფუძველზე ნამდვილად არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, იმისა, რომ ბრალდებულებს ბრალი წარდგენოდათ.

მთავარი გარემოებაა შემდეგი, ბრალდებულებმა განზრახ, საქართველოს საწინააღმდეგოდ შეგნებულად არ გამოიყენეს ისეთი რუკები, რომელიც რეალურად ისტორიულად საქართველის მიკუთვნებულ საზღვრებს და მონაკვეთებს საქართველოს ფარგლებში აქცევდა. მათ ამ კარტოგრაფიულ მასალას განზრახ გაუკეთეს იგნორირება", - აცხადებს სადრაძე.

კითხვაზე, თუ ვინ იყო საგამოძიებო რიგანოსთვის ინფორმაციის წყარო, პროკურორი პასუხობს, რომ თავდაცვის სამინისტროდან მიიღეს ინფორმაცია.

"სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გადმოგზავნილი ინფორმაცია და მასალები. ამ ინფორმაციის დამუშავება და შესწავლა მოხდა საგამოძიებო ორგანოს მიერ. საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის მოძიება და გამოკითხვა ბუნებრივია, მოხდა. ყველა მტკიცებულება კანონმდებლობის სრული დაცვით იქნა მოპოვებული. საქმეში მოპოვებული ინფორმაციით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ განზრახ და შეგნებულად. რაც შეეხება სხვა ვერსიებს, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ გამოძიებას", - განაცხადა სადრაძემ.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკოლოზ რევაზიშვილის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს

"მათ შეეძლოთ რუკა გაეყიდათ კიდეც, მაგრამ ეს არ გააკეთეს. შესაძლოა, ეს მასალები ინახებოდა იმისთვის, რომ ისინი გრძნობდნენ პასუხისმგებლობას" - უსაფრთხოების ექსპერტი

აფგან მუხთარლი დღეს თბილისში ჩამოდის - ის საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 მაისში თბილისიდან გატაცების გამო ედავება