ავტორი:

რუსეთის პატრიარქი თვითიზოლაციაში გადავიდა

რუსეთის პატრიარქი თვითიზოლაციაში გადავიდა

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი კარანტინში იმყოფება. მას კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი ჰქონდა. პატრიარქი ჯანმრთელად არის და დისტანციურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხში სინოდალური განყოფილების ხელმძღვანელმა ვლადიმერ ლეგოიდამ განაცხადა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ 73 წლის რუსეთის პატრიარქმა გადადო ტრადიციული ვიზიტი სამების ლავრაში სერგი რადონოჟელის ხსენების დღესთან დაკავშირებით.

„დარწმუნებული ვარ, რომ უწმინდესის თვითიზოლაცია მაგალითია პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების და ზრუნვისა გარშემომყოფთა უსაფრთხოებისთვის“ , - განაცხადა ლეგოიდამ.

დაჭრილი ჟურნალისტები და განადგურებული სამეთაურო პუნქტი - გაიმართება თუ არა მოლაპარაკებები? პუტინი მხარეებს მოსკოვში იწვევს: ყარაბაღის ომის მე-13 დღე

"პრეზიდენტმა მკურნალობის კურსი დაასრულა და შეუძლია, საზოგადოებრივ საქმიანობას დაუბრუნდეს" -  დონალდ ტრამპის ექიმი

ვლადიმირ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები კონსულტაციებისთვის მოსკოვში მიიწვია