ავტორი:

რა ხდება "დინამო არენასთან", სადაც მალე საქართველო-ბელარუსის მატჩი გაიმართება (ვიდეო)

რა ხდება "დინამო არენასთან", სადაც მალე საქართველო-ბელარუსის მატჩი გაიმართება (ვიდეო)

თბილისის "დინამო არენაზე" საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება. მატჩი 20:00 საათზე თბილისის "დინამო არენაზე" ჩატარდება.

როგორც ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის პრიორიტეტულია თითოეული გულშემატკივრის, მოქალაქეების ჯანმრთელობა, და სწორედ ამიტომ ფედერაცია მოუწოდებს მოქალაქეებს სახლიდან უგულშემატკივრონ გუნდს.

„5 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა საქართველო - ბელარუსს შორის გასამართ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ მატჩზე გულშემატკივართა დასწრების საკითხზე იმსჯელეს. სხდომას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ესწრებოდა.

მოგეხსენებათ, რომ უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ორგანიზაციის წევრი ქვეყნები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით უეფას ეგიდით გასამართ სანაკრებო და საკლუბო მატჩებზე გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობით დასწრების შესახებ.

თბილისის "დინამო არენას" ტევადობიდან გამომდინარე, სტადიონზე მაყურებლის საერთო რაოდენობის 30%-იც კი, დაახლოებით 16 000 გულშემატკივარს შეადგენს.

როგორც საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, ათასობით გულშემატკივრის თავშეყრა ერთ სივრცეში, განსაკუთრებულ ეპიდემიოლოგიურ რისკებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, ეპიდემიოლოგების, ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 8 ოქტომბერს თბილისის "დინამო არენაზე" საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი გაიმართება მაყურებლის გარეშე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დინამო არენასთან უკვე შეიკრიბნენ ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები. ქომაგები ადგილზე შეძახილებით მივიდნენ. დინამოსთან გადაღებული კადრები "ფეისბუქზე" ვრცელდება:

ქუთაისში მეოთხე კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

"სამწუხაროდ, საქართველოში ვერასდროს მივაღწევდი იმას, რაც ამერიკაში შევძელი - ქვეყანაში, სადაც არავინ მყავდა" - ქართველი თამარის ამერიკული წარმატება

"დე, აუცილებლად გავხდები ოლიმპიური ჩემპიონი" - 9 წლის ჩემპიონის მიზანი და ოცნება