ავტორი:

ვისთვის შექმნა ლეონარდო და ვინჩიმ უნიტაზი?!

ვისთვის შექმნა ლეონარდო და ვინჩიმ უნიტაზი?!

ოდითგანვე, ადამიანებისთვის უმთავრესი ამოცანა და ამომავალი წერტილი ჰიგიენასა და სისუფთავესთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა იყო.

პირველ რიგში ეს შეეხებოდა საკანალიზაციო სისტემებს,სანტექნიკას და მათ მოწესრიგებას, რასაც კერამიკული ჰიგიენური საშუალებების,იგივე სანტექნიკის დახვეწითა და განვითარებით ცდილობდნენ. კაცობრიობას დიდი გზის გავლა დასჭირდა მანამ, სანამ იდეალურად ესთეტიკურ და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს მოიწყობდა თავისთვის. შუა საუკუნეების ევროპაში თიხის ქოთნებს პირდაპირ ქუჩაში ცლიდნენ, ამ სიბინძურისგან თავის დასაღწევად გადადგმული პირველი ნაბიჯები კი კაცობრიობის უდიდეს გამომგონებელს, ლეონარდო და ვინჩის უკავშირდება.

XV საუკუნეში,საფრანგეთის მეფე ფრანცისკ I - მა,სასახლეში მიიწვია ლეონარდო და ვინჩი.ლეონარდო აღშფოთებული დარჩა პარიზისა და სასახლის მაშინდელი ჰიგიენური მდგომარეობით. მან გადაწყვიტა სასახლეში მაინც გამოესწორებინა მდგომარეობა და მეფეს შეთავაზა გაეკეთებინათ ტუალეტები წყლის ჩარეცხვის სისტემით. მან პროექტი დახაზა და მეფეს წარუდგინა.

მისი პროექტის მიხედვით ტუალეტს უერთდებოდა წყლის მიმწოდებელი მილი,საკანალიზაციო მილი და ვენტილაციაც კი. მაგრამ ფრანცისკ პირველი ვერაფრით მიხვდა რა საჭირო იყო ეს ყველაფერი და ლეონარდოს ეს პროექტი განუხორციელებელი დარჩა.. და კიდევ ერთი რაც უნდა იცოდეთ ის არის რომ,სახელწოდება „Unitas”(უნიტაზ) უკავშირდება კომპანიას, რომელმაც 1909 წლიდან მასიურად დაიწყო ამ პროდუქტის გამოშვება.

ეს ისტორიული ფაქტები მიგვითითებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის პირადი ჰიგიენა. გაჩნდა უამრავი კომპანია, რომლებიც ცდილობენ გააუმჯობესონ და დახვეწონ ის საყოფაცხოვრებო ნივთები და აქსესუარები, რომელთა გარეშეც ჩვენი ყოველდღიურობა წარმოუდგენელია.მაგალითად უნიტაზი,ხელსაბანი,აბაზანის აქსესუარი და აბაზანის ავეჯი. მათ შორის გახლავთ მსოფლიოში ლიდერი კომპანია, გერმანული ბრენდი DURAVIT, რომელიც 1817 წლიდან არსებობს და დღეს მსოფლიოში სანიტარული კერამიკის ანუ იგივე სანტექნიკის, აბაზანების, აბაზანის ავეჯისა და ონკანების მოწინავე მწარმოებელია. პრემიალური კლასის, მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა მასალები, უნიკალური სტილი და გულდასმით შერჩეული დეტალები კომპანიის წარმოებულ პროდუქციას სრულყოფილებას ანიჭებს.

DURAVIT-მა დანერგა ახალი ტექნოლოგიები რომლითაც ჰიგიენა მაქსიმალურ ზღვარზე აიყვანა და პროდუქცია ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გახადა. მაგალითად ტექნოლოგია Rimless.

ჩვეულებრივ სტანდარტულ უნიტაზს,მთლიან წრეზე აქვს მრავალი წვრილი ხვრელი საიდანაც გამოედინება წყალი,რაც უზრუნველყოფს ჩარეცხვას. სწორედ ამ წვრილ,პატარა სადინარ ხვრელებში გროვდება ბაქტერიები რომელთა ძალიან ხშირად გასუფთავებაც მოითხოვს მეტ ძალისხმევას და დროს. თუმცა უმეტეს შემთხვევაში მისი ნაწილი გაუწმენდავი რჩება რადგან მასთან მიდგომა მოუხერხებელი და რთულია.

Rimless ტექნოლოგიამ ეს პრობლემა მარტივად გადაჭრა. ამ ტექნოლოგიის მქონე უნიტაზს,არ გააჩნია წვრილი და რელიეფული ჩამრეცხი სივრცეები.მისი წრე ადგილებში არის გახსნილი.და იქიდან წყალი უფრო ძლიერი ჭავლით მოედინება და მთლიანი წრის ეფექტურად ჩარეცხვას უზრუნველყოფს. ასეთი უნიტაზი უკვე გაცილებით ნაკლებ ძალისხმევას და დროს მოითხოვს გაწმენდისას. პრინციპში ის თვითწმენდას ახორციელებს. შესაბამისად ამ შემთხვევაში არ გროვდება ბაქტერიები რაც რა თქმა მის გამრავლებასაც ხელს უშლის. ასევე მნიშვნელოვანია რომ, უნიტაზის სტანდარტული ჩარეცხვის მექანიზმი,ეფექტური გაწმენდვისთვის (ჩარეცხვისთვის) მოიხმარს მინიმუმ 6 ლიტრ წყალს. ტექნოლოგია Rimless უზრუნველყოფს სრულყოფილი გაწმენდის (ჩარეცხვის) შედეგებს, თუნდაც მცირე მოცულობის წყალთან ერთად (მაგ 4 ან 5 ლიტრამდე ).

DURAVIT-ის პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ ექსკლუზიურად “გალერეა დემასში” რომელიც მშრალ ხიდთან მდებარეობს.

www.gallerydemasi.ge

R

სასტუმრო Mercure Tbilisi Old Town-ში ASADO Steakhouse გაიხსნა

აქ.ახლა - თიბისი კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილის 7-ში

ზეგანაკვეთური შრომა და არასრული სამუშაო განაკვეთი - იურისტი ანა გორდეზიანი შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე