ავტორი:

„ჩვენი მთავარი პრინციპია დავეხმაროთ ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში“ - Herbalife Nutrition – ის ამიერკავკასიის ბიზნესის მხარდაჭერის მენეჯერი ირაკლი ჩაჩანიძე

„ჩვენი მთავარი პრინციპია დავეხმაროთ ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში“ - Herbalife Nutrition – ის ამიერკავკასიის ბიზნესის მხარდაჭერის მენეჯერი ირაკლი ჩაჩანიძე

Herbalife Nutrition დაბალანსებული კვების პროდუქტების მწარმოებელი გლობალური კომპანიაა, რომელიც უკვე 40 წელია მსოფლიოს 95 ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის საქართველოშიც. ბრენდი საქართველოს ბაზარზე 9 წლის წინ გამოჩნდა და დღეს უკვე ჰყავს მომხმარებლების დიდი რაოდენობა, რომლებმაც საოცარ შედეგებს მიაღწიეს. ბრენდზე, მის ღირებულებებსა და სამომავლო გეგმებზე Herbalife Nutrition – ის ამიერკავკასიის ბიზნესის მხარდაჭერის მენეჯერი ირაკლი ჩაჩანიძე გვესაუბრება.

_ როგორ იწყება თქვენი დილა

დილას ვიწყებ დაბალანსებული საუზმით, რომელშიც, რა თქმა უნდა, შედის ჩვენი პროტეინების კოტეილი „ფორმულა 1“, რადგან რეგულარულად ვარ დაკავებული სპორტით და, ასევე, მთელი ჩვენი სამუშაო დღეები საკმაოდ აქტიურია, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დღე სწორი და დაბალანსებული საუზმით დავიწყო.

HN– ში ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ საუზმე განსაზღვრავს მთელს დღეს, პროტეინების კოქტეილ „ფორმულა 1-ში“ შემავალი ცილები ჩვენი ორგანიზმის საშენი მასალაა. ეს პროდუქტი არის ყველასთვის ვისაც უნდა, რომ დღე დაიწყოს ჯანსაღად და მათთვის, ვისაც მთელი დღე გადატვირთული გრაფიკით მუშაობს და არ აქვთ ბევრი დრო იმისთვის რომ დიეტასა და საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნონ.

_ თქვენ კომპანიაში მაღალი თანამდებობა გიჭირავთ. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც მუდმივად იზრდება, კომპანიის განვითარებასთან ერთად. შესაბამისად იზრდება მოთხოვნები საკუთარი თავის მიმართ. ძალიან გამიმართლა, რომ მუდმივად მაქვს ახალი შესაძლებლობები, მუდმივად ვიზრდები პროფესიულად ჩემს გუნდთან ერთად. პატივი მაქვს, რომ ვიყო დიდი საერთაშორისო გუნდის ნაწილი, რომელიც რეგულარულად მართავს დიდ შეხვედრებს, სადაც ხდება გამოცდილების გაცვლა და ცოდნის გაზიარება. გაზვიადება არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ეს ჩემი მეორე ოჯახია. მე ნამდვილად ასე ვგრძნობ და მიყვარს ის, რასაც ყოველდღე ვაკეთებთ.

_ გთხოვთ მოკლედ გვითხარით კომპანიის შესახებ

Herbalife Nutrition-ი 40 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს არის დაბალანსებული კვების პროდუქტების მწარმოებელი გლობალური კომპანია, რომელიც მსოფლიოს 95 ქვეყანაშია წარმოდგენილი. 1980 წლიდან ჩვენი მისიაა, გავაუმჯობესოთ ადამიანების კვებითი ჩვევები მთელს მსოფლიოში, გემრიელი, მეცნიერების მიერ მხარდაჭერილი დაბალანსებული კვების პროდუქტებით; ისინი ადამიანებს ეხმარება ჯანსაღი კვების სწორად დაბალანსებაში. იქნება ეს ჩვენი ინდუსტრიის წამყვანი საკვების შემცვლელი პროდუქტი - პროტეინების კოქტეილი, რომელიც ათეულობით არომატს შეიცავს, თუ ჩვენი ჩაი, ან ალოეზე დამზადებული, ან ენერგეტიკული და ფიტნეს პროდუქტები, ასევე გარეგანი კვების პროდუქტები - ჩვენ ვუზრუნველყოფთ მომხმარებლისთვის მრავალფეროვან ყოველდღიურ კვების რაციონს, 90-ზე მეტ ქვეყანაში.

ჩვენი პროდუქციის მიღება შესაძლებელია მხოლოდ Herbalife Nutrition–ის გამოცდილი დამოუკიდებელი პარტნიორებისგან, რომლებიც მომხმარებლების კვებისა და ჯანმრთელობის მიზნების მისაღწევად სრულყოფილ და პერსონალურ გეგმას ადგენენ. Herbalife Nutrition–ის პარტნიორები დამოუკიდებელი მეწარმეები არიან და ამავე დროს კვების საკითხებში კონსულტანტებიც, რომლებიც დამოუკიდებლად მართავენ საკუთარ ბიზნესს.

კომპანიაში მსოფლიო მასშტაბით დასაქმებულია დაახლოებით 8,900 ადამიანი, ხოლო დამოუკიდებელი პარტნიორების საერთო რაოდენობა 2,3 მილიონს შეადგენს.

_ დავბრუნდეთ ჩვენთან, რამდენად წარმატებულია ბიზნესი საქართველოში?

ბრენდი საქართველოში უკვე 9 წელია რაც წარმოდგენილია (2021 წლის თებერვალში აღვნიშნავთ 10 წლის იუბილეს). დღეისათვის თბილისში გვაქვს ერთი მთავარი გაყიდვების ოფისი და ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით ონლაინ შეძენის შესაძლებლობა.

ჩვენი ბიზნესი წლიდან წლამდე იზრდება საქართველოს მასშტაბით, იზრდება გაყიდვების მოცულობაც, თუმცა ჩვენი მთავარი საზომი - ჩვენი მზარდი მომხმარებლები და დამოუკიდებელი პარტნიორებია, რომლებიც იზიარებენ ჩვენი კომპანიის ღირებულებებს, ენდობიან HN-ის შესაძლებლობებს და უყვართ ჩვენი პროდუქტები. ამ თვალსაზრისით შემიძლია აღვნიშნო, რომ ჩვენი ბიზნესი აჩვენებს აბსოლუტურად სტაბილურ განვითარებას და ზრდას.

- გაგვიზიარეთ, თუ რა არის ასეთი წარმატების მიზეზი?

ჩვენი მთავარი პრინციპი, რომელიც შეიქმნა კომპანიის დამფუძნებლისა და პირველი დისტრიბუტორის, მარკ ჰიუზის მიერ, არის ის, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვყიდით პროდუქტს, არამედ, ვეხმარებით ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში კვებითი ჩვევების შეცვლის გზით.

Herbalife Nutrition–ის დამოუკიდებელი პარტნიორები უკვე 40 წელია, რაც წარმატებულნი არიან საკუთარ საქმიანობაში. მათ აქვთ ყველა საჭირო ცოდნა წარმატებული ბიზნესის მართვისთვის და თავიანთ მომხმარებლებს უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის მომსახურებით, როგორც დაბალანსებული კვების კონსულტანტები, ხოლო თავიანთი ფასდაუდებელი გამოცდილებით - კომპანიის საფუძველს წარმოადგენენ. რა თქმა უნდა ჩვენი წარმატების უმთავრესი მიზეზი ჩვენი უმაღლესი ხარისხის პროდუქტებია.

_ რამდენად დაინტერესებულია თქვენი კომპანიის ბიზნეს-მოდელით ახალგაზრდა თაობა?

დიახ, ჩვენ ვხედავთ მილენიალების ინტერესის ზრდას, რომელთაც სურთ იყვნენ დამოუკიდებლები თავიანთი შემოსავლისა და დროის მართვის თვალსაზრისით. ჩვენი ბიზნეს მოდელი საშუალებას იძლევა, რომ გახდე პარტნიორი მინიმალური ფინანსური რესურსით. კომპანიის გამოცდილი დამოუკიდებელი პარტნიორები განსაკუთრებულ მხარდაჭერას უწევენ ახალგაზრდებს, უზიარებენ გამოცდილებას და ცოდნას ბიზნესის სწორ მენეჯმენტთან დაკავშირებით. ონლაინ მუშაობა ეხლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. თქვენ არ გყავთ უფროსი, არ გაქვთ ოფისი; შეგიძლიათ გრაფიკი ინდივიდუალურად შეადგინოთ, ხოლო შემოსავალი დამოკიდებულია სამუშაოს შესრულებისთვის გაწეულ ძალისხმევაზე. საქართველოში ყოველწლიურად უფრო მეტი ახალგაზრდა იღებს გადაწყვეტილებას, დამოუკიდებელი ბიზნესი დაიწყოს Herbalife Nutrition-თან ერთად. ასევე ჩვენ გვყავს ე.წ. “თაობა H“ რომელიც ახალგაზრდებისგან შედგება და ანვითარებს ამ მიმართულებას.

_ თქვენი ტრადიციული გაყიდვების მოდელი ძალიან საინტერესოა. აპირებთ რაიმე ცვლილებას ამ მიმართულებით?

ურთიერთობა კომპანიასა და მის დამოუკიდებელ პარტნიორებს შორის 40 წლის განმავლობაში არ შეცვლილა და არც მომავალში ვაპირებს შეცვლას. ეს არის ჩვენი მთავარი ღირებულება.

დღევანდელ ერაში ჩვენ, ისევე როგორც მთელი მსოფლიო ვანვითარებთ ციფრულ მიმართულებას, სხვა მხრივ არაფერს არ ვცვლით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ბიზნეს მოდელში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ პროდუქტის გარდა იღებს კვალიფიციურ მხარდაჭერას.ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული ჩვენი ბიზნეს-ოპერირების მოდელის უპირატესობები და ეს ჩვენი ძლიერი მხარეა.

_ როგორ ხედავთ კომპანიის მომავალს საქართველოში?

მომავალს დიდი მოლოდინითა და ოპტიმიზმით ვუყურებ. ასეთი ოპტიმიზმის საფუძველია, რა თქმა უნდა, ჩვენი მომხმარებელი, რომელიც იზიარებს ჩვენი კომპანიის ღირებულებებს.

ამავე დროს, ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი იწყებს ფიქრს ჯანსაღ ცხოვრების წესსა და დაბალანსებულ კვებაზე. ჩვენ გვყავს მომხმარებლების დიდი რაოდენობა, რომლებმაც მიაღწიეს საოცარ შედეგებს და ამ შედეგებს სხვებსაც უზიარებენ. ეს ჩვენი ყველაზე დიდი რეკლამაა. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ წინსვლას, დინამიური განვითარების გზით. საქმიანი მიზნების მიუხედავად, ჩვენ ვგრძნობთ სოციალურ პასუხისმგებლობას და გვაქვს მისია - დავეხმაროთ ადამიანებს, რომ დაუბრუნდნენ მათთვის ოპტიმალურ ფიზიკურ მდგომარეობას კომფორტული და სრულყოფილი ცხოვრებით.

მეორე ფაქტორი ეწინააღმდეგება პირველს. მზარდი ტენდენციაა შეგნებული დამოკიდებულება საკუთარ თავთან და მაქსიმალურად აქტიური ცხოვრების წესის მიმდევრობის სურვილი.

მესამე ფაქტორია მზარდი სამეწარმეო ინტერესი, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და განსაკუთრებით დღეს.

მეოთხე არის ციფრული განვითარების შესაძლებლობა, რაც ჩვენს დამოუკიდებელ პარტნიორებს ეხმარება, რომ მნიშვნელოვნად გაზარდონ თავიანთი საქმიანობის სფეროები, შესაბამისად, თავიანთი ბიზნესიც.

_ მე ბევრი მსმენია თქვენი კომპანიის SCR საქმიანობის შესახებ, გთხოვთ გვითხრათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს მიმართულება კომპანიისთვის?

ჩვენი კომპანიისთვის სოციალური პასუხისმგებლობა და ქველმოწმედება არის მნიშვნელოვანი ღირებულება. Herbalife Nutrition–მა დააარსა ბავშთა საქველმოქმედო ფონდი, რომელიც მთელს მსოფლიოშია წარმოდგენელი და ეხმარება ბავშვებს სხვადასხვა ქვეყნებში. რაც შეეხება საქართველოს - უკანსაკნელი 5 წლის განმავლობაში ჩვენი მხარდაჭერით ჩვენი დამოუკიდებელი პარტნიორები ეხმარებიან სხვადასხვა ბავშთა თავშესაფარებს და სხვა დაწესებულებებს, რომელთაც ესაჭიროებათ დახმარებ.

ასევე ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ჯანსაღ ცხოვრების წესზე და დაბალანსებულ კვებაზე, საერთოდ ამ ინდუსტრიაზე, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია სხვადასხვა სპორტული აქტივობების მხარდაჭერა, რომლებიც ძირითადად საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. გამოვარჩევდი თბილისი მარათონს, 2018 წლიდან კომპანია აქტიურად იღებს მონაწილეობას და ბოლოს რეკორდიც კი მოხსნა ყველაზე წარმომადგენლობითი გუნდის მიხედვით: სულ 900-მა მოტივირებულმა თანამშრომელიმა და დამოუკიდებელმა პარტნიორმა მიიღო მონაწილეობა. სწორედ ეს არის ჩვენი მისია, რომ ყველა შესაძლო გზით მხარი დავუჭიროთ და მაგალითი მივცეთ ადამიანებს, რომ შეცვალონ საკუთარი ცხოვრების წესი უკეთესობისკენ.

რა შემთხვევაში ეკრძალება განქორწინებული მშობლებიდან ერთ–ერთს შვილის ნახვა

სამსუნგის The Serif ტელევიზორი საქართველოში უკვე იყიდება

გიგანტური ფილები გალერეა დემასში