ავტორი:

ფოტოგრაფ ზაქარია ჭელიძის ფოტო ექსპერიმენტი „ასპრიაში“

ფოტოგრაფ ზაქარია ჭელიძის ფოტო ექსპერიმენტი „ასპრიაში“

ფოტოგრაფმა, ზაქარია ჭელიძემ რამდენიმე დღის წინ დააანონსა, რომ აპირებდა, შეერჩია საქართველოს ბაზარზე არსებული ფიტნესქსელებიდან ერთ-ერთი, რომელიც მისი შთაგონების წყარო გახდებოდა და მას ჯანსაღი ცხოვრების დაწყებაში დაეხმარებოდა. ექსპერიმენტის ფარგლებში, ის ფიტნესქსელ „ასპრიას“ ესტუმრა. როგორც ზაქარიამ საკუთარ „ფეისბქუგვერდზე“ დაწერა, ექსპერიმენტმა გაამართლა და „ასპრიას“ ფიტნესდარბაზში არსებული გარემო მისთვის მასტიმულირებელი აღმოჩნდა. აღნიშნულ პოსტთან ერთად, ზაქარიამ დარბაზში მიმდინარე სავარჯიშო პროცესის ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა, რომლებზეც სხვადასხვა ადამიანია აღბეჭდილი.

„ვიყავი Aspria Fitness-ში.

გულწრფელად გითხრათ, რას ვფიქრობ?

აქ ყველა ერთ ენაზე საუბრობს ანუ ყველა ერთმანეთს გულშემატკივრობს, ეხმარება, რჩევებს უზიარებს, თითქოს ერთი დიდი ოჯახია.... აქ ყველა ბედნიერია, ერთმანეთი უყვართ, ბაძავენ ერთმანეთს...სხვა სამყაროა, მოწესრიგებული, ყველას თავისი რიგი აქვს, თავისი ადგილი და უსიტყვოდ, დინამიკაში, მიმიკებით საუბრობენ. სტიმულით აძლიერებენ ერთმანეთს და რაც მთავარია თავისუფლები არიან, ჰარმონიაში საკუთარ თავთან და სხეულთან!

ვუყურებ მათ და მინდა მათნაირი ვიყო, მინდა ავყვე და დავამტკიცო, რომ ჩემი ადგილიც არის აქ, უბრალოდ ამისთვის დრო და ნებისყოფა მჭირდებოდა!!!

მადლობა თითოეულ ადამიანს - გადაღება არ გამიპროტესტეს. მე ჩემთვის ვიბოდიალე და გადავიღე.

მადლობა თითოეულ თანამშრომელს კომფორტისთვის.

მე მოტივირებული ვარ, იმედი მაქვს თქვენზეც იმოქმედებს დადებითად.

ჩემი ერთი დღე ასპრიაში.“ - წერს ზაქარია.

NS

როგორ დავიკლოთ წონაში შიმშილის გარეშე - დიეტოლოგის რჩევები

"გამელოტებული კაცის ვარცხნილობა აქვს და ქარი ხან მარჯვნიდან უქიქინებს თავზე, ხან - მარცხნიდან" - გაიცანით თბილისის ზოოპარკის ახალი ბინადარი

"მიდი, ჯაფარ, ძმაო..ვინ დაგიშალა?" - კახა კალაძის კომენტარი ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც თბილისის მერს ფეხბურთის საყურებლად მუშტაიდში იწვევს