ავტორი:

"რესტორან "ადმირალში“, სადაც ბაჩალიაშვილს სავარაუდოდ, შეხვედრა უნდა გაემართა, კამერების სადენები განზრახ არის გადაჭრილი" - ადვოკატი

"რესტორან "ადმირალში“, სადაც ბაჩალიაშვილს სავარაუდოდ, შეხვედრა უნდა გაემართა, კამერების სადენები განზრახ არის გადაჭრილი" - ადვოკატი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ერთ-ერთი ადვოკატის, "ადამიანის უფლებათა ცენტრის“ უფლებადამცველის, ეკა ქობესაშვილის ინფორმაციით, რესტორან "ადმირალში“, სადაც თამარ ბაჩალიაშვილს სავარაუდოდ, შეხვედრა უნდა გაემართა, კამერების სადენები განზრახ არის გადაჭრილი.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი შსს-ს ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა და დააყენებენ შუამდგომლობას, რომ ამ ფაქტის ირგვლივ მიმდინარე გამოძიებაში ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროც ჩაერთოს.

"მოვედით პროკურატურაში, რათა გავაგრძელოთ საქმის მასალების გაცნობა. რაც უფრო შევდივართ საქმის მასალებში და რაც უფრო ვეცნობით საქმის მასალებს, მით უფრო ვხვდებით, რომ გამოძიება თავის დროზე არ დაინტერესდა გარკვეული გარემოებებით და არ იცის საზოგადოებამ რა ხარვეზებია გამოძიების საქმეში დაშვებული. ასევე ვაყენებთ შუამდგომლობას, რომ მოხდეს ექსპერტიზის ჩატარება ლევან სამსხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, რადგან „ადმირალის“ კამერის სადენები არის განზრახ გადაჭრილი. ეს დაადგინა შსს-ს ექსპერტიზის ბიურომ და აუცილებელია დადგინდეს ხანდაზმულობა, რაც არ არის ამ დრომდე დადგენილი“, - აღნიშნა ეკა ქობესაშვილმა.

ეკა ქობესაშვილის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია პროკურატურამ ჟურნალისტი ელისო კილაძეც გამოკითხოს, რადგან ის ფლობს ინფორმაციას, თუ ვინ გამორთო სოფელში ელექტროენერგია მაშინ, როდესაც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის გადაყვანა ხდებოდა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

"მელიქიშვილმა მის მიმართ გამოიჩინა სექსუალური ლტოლვა, სექსუალურ კონტაქტს სთავაზობდა. ამან ძალიან გააღიზიანა ნარიმანიძე..." - რას ყვება ადვოკატი თემქაზე მომხდარ მკვლელობაზე

თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნიკა ნარიმანიძეს პატიმრობა შეეფარდა

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, გლდანში ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დაწვეს