ავტორი:

"აზერბაიჯანულ კომისიას რამდენჯერმე უთქვამს, რომ კომისიაში ჩემი მეუღლის ყოფნა არ სურდათ, რადგან ის ერთ გოჯ მიწასაც არ თმობდა" - მელაშვილის მეუღლე

"აზერბაიჯანულ კომისიას რამდენჯერმე უთქვამს, რომ კომისიაში ჩემი მეუღლის ყოფნა არ სურდათ, რადგან ის ერთ გოჯ მიწასაც არ თმობდა" - მელაშვილის მეუღლე

აზერბაიჯანულ კომისიას რამდენჯერმე უთქვამს, რომ კომისიაში ჩემი მეუღლის ყოფნა არ სურდათ, რადგან ის ერთ გოჯ მიწასაც არ უთმობდა მათ, - ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებებში ბრალდებულ ივერი მელაშვილის მეუღლემ თამარ სულაძემ განაცხადა. სულაძის თქმით, მიწის დათმობასთან დაკავშირებით საკითხები არა კომისიის წევრების, არამედ პირველი პირების დონეზე წყდებოდა.

"ჩემი მეუღლე სამსახურის ამბავზე სახლში არასდროს საუბრობდა, ეს იყო კონფიდენციალური, არც მე ვეკითხებოდი, ეს არ იყო სახლში და ვიღაცასთან გასარჩევი. როცა ეს ამბავი აგორდა და დავუსვი რაღაც კითხვები, მაშინ თქვა, ეს ბრალდებები, რასაც ამბობენ, სწორი არ არისო. საიდან დაიწყო ეს - ბერი კირიონიდან და ჯაღმაიძის განცხადებებიდან, ისინი არ არიან ამ საქმეში ჩახედული, ისინი არიან დილეტანტურ დონეზე, მათ რაც სასურველია, ის მიაჩნიათ რეალურად. სასურველი, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანისთვისაა, რომ მთელი გარეჯი ჩვენთან იყოს, მაგრამ ასევე სასურველია ოშკი, ხახული და ჩვენი მიწები, რაც იყო ჩვენთან იყოს, მაგრამ სასურველსა და რეალურს შორის ადამიანმა სხვაობა უნდა დაინახოს.

მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ რაღაც გვინდა, ამას არავინ მოგვცემს. ამისთვის იბრძოდნენ, რომ საქართველოსთვის რაც შეიძლება საუკეთესო შეთანხმებებისთვის მიეღწიათ. გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, აზერბაიჯანულ კომისიას რამდენჯერმე უთქვამს, რომ მათ არ უნდოდათ კომისიაში ჩემი მეუღლე ყოფილიყო, იმიტომ რომ ის ერთ გოჯსაც არ უთმობდა მათ, მათ კი უნდოდათ ვიღაც ისეთი ყოფილიყო, ცოტა რბილი, რომელიც მათ სასარგებლოდ დათმობდა რამეს, ეს კი არაფერს არ უთმობდა, არც კომპეტენცია აკლდა, რომ შეცდომით ვინმესთვის რაღაც დაეთმო, არც თავის მიწას დაუთმობდა ვინმეს.

რაც შეეხება საზღვრის დადგენა დიდხანს რომ გაიჭიმა, თუ იმ მონაცემებით დადგინდებოდა, რა მონაცემებიც იყო, მაშინ ჩვენ რომ არ გვაწყობდა, ისე გაევლებოდა საზღვარი. ამიტომ, მიდიოდა მოლაპარაკებები იმაზე, რომ როგორმე აზერბაიჯანი რაშიც დაინტერესებული იყო და ჩვენთვის არ იყო მნიშვნელოვანი, გაცვლით ჩვენთვის დაეთმოთ გარეჯი, უბრალოდ არავინ არაფერს დაგითმობს. თან ეს დათმობა ამათ დონეზე არ ხდება, ეს პირველი პირების დონეზე ხდება. თქვეს, ვიღაც ყიდდაო, ეს მაგიდა ხომ არ არის, ან კარტოფილის ტომარა, რომ გაყიდო, ასეთი ადვილი არ არის ეს“, - განაცხადა სულაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

"კორონა დაამარცხა, მაგრამ სიბერე ვერა..." - "ფიფქებოს" ავტორი გიული დარახველიძე გარდაიცვალა

"მაღაზიებს შეუძლიათ გაყიდონ ნებისმიერი პროდუქცია, რაც მათ დახლებზე დევს" - რას ამბობენ მთავრობის ადმინისტრაციაში ფოტოებზე, რომელსაც სოცქსელებში აკრიტიკებენ

წინასწარი ინფორმაციით, პოლიციამ აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე ორი პირი დააკავა