ავტორი:

ელექტრო ბუხარი – შეიძინე სიმყუდროვე მიჰაუსში

ელექტრო ბუხარი – შეიძინე სიმყუდროვე მიჰაუსში

სიმყუდროვეს, სილამაზესა და ჰარმონიას სახლში ყველაფერზე უკეთ ბუხარი ქმნის. ნაკვერჩხლებში მოგიზგიზე ცეცხლი ოთახს ორიგინალობას მატებს, დასვენებისა და სიმშვიდისთვის შეუდარებელ ატმოსფეროს ქმნის.

ბუხართან საღამოს გატარება ერთნაირად სასიამოვნოა როგორც ოჯახის წევრებთან, ან მეგობრებთან ერთად, ისე საკუთარ თავთან განმარტოებისთვის.

დღეს ადამიანებს გვაქვს ფუფუნება, სურვილისამებრ მოვარგოთ ინტერიერს ელექტრო ბუხარი და დავივიწყოთ ის კოლოსალური დანახარჯები და სამშენებლო სირთულეები, რაც კლასიკურ, შეშის ბუღარს სჭირდება. მითუმეტეს ხელსაყრელია ელექტრობუხრები ქალაქებში – კორპუსში უბრალოდ შეუძლებელია შეშის ბუხრის აშენება, ვინაიდან ვერსად წავიღებთ საკვამურს. თუ კლასიკურ ბუხარს ქალაქელები ინტენსიურად მოიხმარენ, ალბათ ადვილი წარმოსადგენია, როგორ შეიცვლება ჩვენი გარემო, რომელშიც ჰაერი ისედაც ძლივს ისუნთქება. ელექტრო ბუხარს გარემოზე პოზიტიური ზეგავლენის ირიბი ეფექტიც აქვს, რაც ნიშნავს, რომ ამ მოწყობილობის შეძენით ჩვენ უამრავ ხეს გადავარჩენთ ჩვენს ტყეებში – ნაკლები მოთხოვნა შეშაზე ნაკლები ხის მოჭრის პირდაპირპროპორციულია.

დეკორატული ბუხრების კატალოგი მიჰაუსის ონლაინ მაღაზიაში დიდ არჩევანს გვთავაზობს. აქ მოცემულია განსხვავებული დიზაინის, ზომისა და ფორმის ელექტო ბუხრები.

ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „მიჰაუსის“ დეკორატული ბუხრები რეალური ცეცხლის იმიტაციის შექმნის პრინციპით მუშაობს. თვალი აღიქვამს ცეცხლის კერის სიღრმეს და ისეთი ეფექტი აქვს, რომ შეუძლებელია მასთან ახლოს ჩამომჯდარი ფიქრებმა არ გაგიტაცონ.

„მიჰაუსში“ წარმოდგენილი ელექტრო ბუხრები ექსპლუატაციისთვის ძალიან მარტივი და მოსახერხებელია. უმარტივესია მათი მონტაჟიც – შეურჩიეთ თქვენთვის სასურველი ადგილი უბრალოდ უნდა მიამაგროთ კედელზე და ელექტროქსელში შეაერთოთ. სხვადასხვა ზომის ელექტრობუხრებიდან შესაძლებელია მცირე ზომის ოთახისთვისაც შეარჩიოთ შესაფერისი ვარიანტი. სასიამოვნო წარმოსადგენია, რომ ერთი შენაძენის გაკეთებით საძინებელი აბსოლუტურად განსხვავებული ხდება ეკოლოგიურად სუფთა ელექტრო ბუხრის წყალობით.

ასე რომ, კორპუსის ბინისა თუ კერძო სახლისთვის ელექტრო ბუხრის შერჩევა ყველაზე პრაქტიკული და ოპტიმალური გადაწყვეტილებაა. წარმოდგენაც ძნელია, როგორ უნდა ზიდო შეშა კორპუსის ბინაში...

ზამთარი უკვე კარსაა მომდგარი. ეს კი ნიშნავს, რომ სწრაფად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება – მიმართოთ „მიჰაუსს“ და შეიძინოთ სასურველი, თქვენი ინტერიერისთვის შესაფერისი ელექტრო ბუხარი. ის ნამდვილად განსხვავებულ, მყუდრო და სასიამოვნო ატმოსფეროს შეგიქმნით.

(NS)

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს უახლეს Toyota Highlander-ს სთავაზობს

რა თანმხლები დაავადებები ჰქონდა 43 წლის მამაკაცს, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა

"ბებია ავად გახდა, მის მოსავლელად გურიაში გადავედი და სწავლა ვერ გავაგრძელე" - თვითნასწავლი ხელოვანი ბათუმიდან, რომელიც სხვისი ოცნების ასრულებაზე ზრუნავს