ავტორი:

"43 წლის კაცი გარდაცვლილა კოვიდით და ისევ თანდმევი დაავადებაო, აუჩემებიათ.. რა სულელური ფორმულირებაა" - ნათია ფანჯიკიძე

"43 წლის კაცი გარდაცვლილა კოვიდით და ისევ თანდმევი დაავადებაო, აუჩემებიათ.. რა სულელური ფორმულირებაა" - ნათია ფანჯიკიძე

კორონავირუსით საქართველოში სულ, ამ დროისთვის, 93 ადამიანია გარდაცვლილი. გარდაცვალების ყოველი ახალი შემთხვევის გამოვლენისას კი ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ გარდაცვლილს თანმდევი დაავადებები ჰქონდა. ბოლო 24 საათში ვირუსით გარდაცვლილთა შორის 43 წლის მამაკაციც არის, რომლის შესახებაც ასევე განაცხადეს, რომ პაციენტი იყო თანმდევი დაავადებებით.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსლეში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ "თანმდევი დაავადება სულელური ფორმულირებაა."

"43 წლის კაცი გარდაცვლილა კოვიდით და ისევ თანდმევი დაავადებაო, აუჩემებიათ. ჯერ ერთი, რომ თითო რაიმე დაავადება ადამიანების თითქმის 99% -ს აქვს. რა სულელური ფორმულირებაა ეს, ან თავის დასამშვიდებლად რანაირად გამოდგება, ვერ გავიგე ვერაფრით.

კარგი, შენ არ გაქვს თანმდევი დაავადება და გადარჩი, მაგრამ მარტო ხომ არ ხარ ამ ქვეყანაზე?!

ჩემ სიკვდილს სულ არ აღვიქვამ ტრაგედიად, ეგ იმან იდარდოს, ვისაც დავაკლდები. ჩემი ტრაგედია ყველა სხვა ადამიანის გარეშე ყოფნით მწვავდება, ვინც მიყვარს და როდესმე მყვარებია.

ისიც გასაგებია, რომ საფრთხის არდაჯერება ფსიქიკის თავდაცვითი მექანიზმია და კიბატონო, ვისარგებლოთ ამ მექანიზმითაც, მაგრამ მიუხედავად იმისა, გვჯერა თუ არა საფრთხის რეალურობის, არანაირი განსაკუთრებული სირთულე არ არსებობს არც ხელების დაბანაში და ხალხმრავალ ადგილებში თვით ამ აუტანელი პირბადის ტარებაშიც კი", - წერს ნათია ფანჯიკიძე.

"ხომ წარმოგიდგენიათ, კოვიდპაციენტმა 4 კმ იარა ფეხით.. მე კი არ მეზარებოდა, უბრალოდ, თავი არ მქონდა" - რას ჰყვება ნოდიკო ტატიშვილი

"აქ სულ 4 ადამიანი ვართ, სახანძრო ვერ ამოდის, კვამლისგან თუ დავწყდით, იმედია, გვიპოვით" - ლატალში გაჩენილ ხანძარს ადგილობრივი გოგონები შიშველი ხელებით ებრძვიან

"თქვენ იკითხეთ, სიმპტომები რომ გექნებათ და ტესტს დროულად ვერ გაგიკეთბენ, ექიმს მოიკითხავთ და იმასაც კოვიდი ექნება" - ზურა ბალანჩივაძე დამძიმებულ ეპიდვითარებაზე