საქართველოში მოქალაქეობის სტატუსის არმქონე პირები აღარ იქნებიან

საქართველოში მოქალაქეობის სტატუსის არმქონე პირები აღარ იქნებიან

საქართველოს მოქალაქის უფლებების დაცვის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან აღნიშნა, "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ადამიანი მხოლოდ მაშინ გავა საქართველოს მოქალაქეობიდან, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს. ადრე პირს საქართველოს მოქალაქეობა უნდა დაეტოვებინა, რათა სხვა სახელმწიფოს მისი მოქალაქედ მიღება-არმიღების საქმე განეხილა.

თუ სხვა სახელმწიფო პირს მოქალაქეობას არ მიანიჭებდა, განმცხადებელი მოქალაქეობის არმქონე ხდებოდა.

"საკანონმდებლო ცვლილება ადამიანებს, სხვა სახელმწიფოების მიერ მოქალაქეებად მიუღებლობის შემთხვევაში, მოქალაქეობის არმქონე პირებად გახდომისგან იცავს", - განაცხადა ვაშაძემ.

საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში მხოლოდ მას შემდეგ შევა, როდესაც სახეზე იქნება პირის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამ საბუთის მიღებამდე ადამიანი ისევ საქართველოს მოქალაქედ ჩაითვლება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ